ზელიმხან იანდარბიევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბმულები
ხაზი 1:
'''ზელიმხან (ზელიმხა) აბდულ–მუსლიმისაბდულ-მუსლიმის ძე იანდარბიევი''' დაიბადა [[1952]] წლის [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]] [[ყაზახეთი|ყაზახეთში]], გადასახლებაში მყოფ [[ჩეჩნები|ჩეჩენთა]] ოჯახში. ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა მას ახალგაზრდობაში მრავალი სამუშაოს გამოცვლა მოუწია.
 
==პოლიტიკური კარიერა==
[[1990]] წლის მაისში დააარსა '''ვაინახთა დემოკრატიული პარტია''', რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა [[ჩეჩნეთი|ჩეჩნეთის]] დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. [[1993]] წლის [[17 აპრილი|17 აპრილს]], პრეზიდენტ [[დუდაევი, ჯოჰარ|ჯ. დუდაევის]] ბრძანებით იგი დაინიშნა ჩეჩნეთის ვიცე–პრეზიდენტისვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. [[1995]] წლის იანვრის შუა რიცხვებში ხელმძღვანელობდა გროზნოს თავდაცვით ოპერაციას რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ.
 
[[1996]] წელს, პრეზიდენტ ჯ. დუდაევის დაღუპვის შემდეგ ცხრა თვის მანძილზე ასრულებდა იჩქერიის პრეზიდენტის მოვალეობას. [[1997]] წლის [[27 იანვარი|27 იანვარს]] გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში იანდარბიევი მესამე აღმოჩნდა [[მასხადოვი, ასლან|ა. მასხადოვისა]] და [[ბასაევი, შამილ|შ. ბასაევის]] შემდეგ.
 
[[1999]] წლის ოქტომბერში, [[რუსეთ–ჩეჩნეთისრუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი|რუსეთ–ჩეჩნეთისრუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის]] დაწყების შემდგომ ზ. იანდარბიევი დიპლომატიური მისიით გაემგზავრა [[ავღანეთი|ავღანეთში]], სადაც თალიბთა ხელმძღვანელობასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე.
 
ზელიმხა იანდარბიევი იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქართველოდან გროზნიში გადასვენების კომისიის თავმჯდომარე.
 
==ემიგრაცია==
[[2000]] წლიდან იანდარბიევი ცხოვრობდა [[ქატარი|ქატარში]], სადაც ჩრი–ისჩრი-ის პრეზიდენტის წარმომადგენლად ითვლებოდა. [[2001]] წლის [[9 ოქტომბერი|9 ოქტომბრიდან]] რუსეთის ძალისხმევით ბატონ იანდარბიევზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. [[მოსკოვი|მოსკოვში]], დუბროვკას ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლში განვითარებული მოვლენებისას იანდარბიევმა გამოთქვა მზადყოფნა საშუამავლო მისია შეესრულებინა ჩეჩენ დივერსანტებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. ამის საპასუხოდ კრემლმა ქატარისგან დაუყოვნებლივ მოითხოვა ზ. იანდარბიევის გადაცემა, რაზეც ოფიციალურმა დოჰამ დიპლომატიური დუმილით უპასუხა. მოგვიანებით განვითარებული მოვლენები ცნობილია როგორც [[ნორდ–ოსტისნორდ-ოსტის ტრაგედია]].
 
ზ. იანდარბიევი დაიღუპა მასზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად [[2004]] წლის [[13 თებერვალი|13 თებერვალს]], ქატარის საემიროს დედაქალაქ [[დოჰა|დოჰაში]]. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებმა მოახერხეს ტერაქტის შემსრულებელთა დაკავება, რომლებიც, რფ–ისრფ-ის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები აღმოჩნდნენ. მკვლელები გასამართლდნენ და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ - მაგრამ შემდგომ რუსეთმა მოახერხა დაეთანხმებინა ქატარის ხელისუფლება რათა ისინი სასჯელის მოსახლეად რუსეთში გადაეყვანა. რუსეთში მკვლელებს საზეიმოდ, როგორც გმირებს ისე შეხვდნენ და თვითმფრინავიდან საპატიმროს მანქანამდე წითელი ხალიჩა დაუფინეს.
 
 
ხაზი 19:
[[კატეგორია:დაბადებული 1952]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2004]]
 
[[en:Zelimkhan Yandarbiyev]]
[[et:Zelimhan Jandarbijev]]
[[ja:ゼリムハン・ヤンダルビエフ]]
[[pl:Zelimchan Jandarbijew]]