ზელიმხან იანდარბიევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
[[2000]] წლიდან იანდარბიევი ცხოვრობდა [[ქატარი|ქატარში]], სადაც ჩრი–ის პრეზიდენტის წარმომადგენლად ითვლებოდა. [[2001]] წლის [[9 ოქტომბერი|9 ოქტომბრიდან]] რუსეთის ძალისხმევით ბატონ იანდარბიევზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. [[მოსკოვი|მოსკოვში]], დუბროვკას ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლში განვითარებული მოვლენებისას იანდარბიევმა გამოთქვა მზადყოფნა საშუამავლო მისია შეესრულებინა ჩეჩენ დივერსანტებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. ამის საპასუხოდ კრემლმა ქატარისგან დაუყოვნებლივ მოითხოვა ზ. იანდარბიევის გადაცემა, რაზეც ოფიციალურმა დოჰამ დიპლომატიური დუმილით უპასუხა. მოგვიანებით განვითარებული მოვლენები ცნობილია როგორც [[ნორდ–ოსტის ტრაგედია]].
 
ზ. იანდარბიევი დაიღუპა მასზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად [[2004]] წლის [[13 თებერვალი|13 თებერვალს]], ქატარის საემიროს დედაქალაქ [[დოჰა|დოჰაში]]. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებმა მოახერხეს ტერაქტის შემსრულებელთა დაკავება, რომლებიც, რფ–ის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები აღმოჩნდნენ. მკვლელები გასამართლდნენ და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ - მაგრამ შემდგომ რუსეთმა მოახერხა დაეთანხმებინა ქატარის ხელისუფლება რათა ისინი სასჯელის მოსახლეად რუსეთში გადაეყვანა. რუსეთში მკვლელებს საზეიმოდ, როგორც გმირებს ისე შეხვდნენ და თვითმფრინავიდან საპატიმროს მანქანამდე წითელი ხალიჩა დაუფინეს.