'''სან-სალვადორი''' ({{lang-es|San Salvador}}) –— [[სალვადორი]]ს დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ფინანსური ცენტრი. შეფასებულია გამა კატეგორიის [[გლობალური ქალაქი|გლობალურ ქალაქად]], რაც სან-სალვადორს არა მხოლოდ ქვეყნის ყველაზე უმნიშვნელოვანეს ცენტრად, არამედ [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური ამერიკისა]] და მსოფლიოს მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრად აქცევს. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში [[პანამერიკული გზატკეცილი|პანამერიკულ გზატკეცილზე]], მდინარე [[ამაკასი]]ს ხეობაში, გარშემორტყმულია [[ვულკანი|ვულკანებით]]. [[2011]] წლის მონაცემებით, სან-სალვადორის მოსახლეობა 567 698 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის ცენტრალური მაერიკის სიდიდით მე-5 ქალაქია, მისი მეტროპოლიური არეალი კი ამავე მაჩვენებლით მეორეა რეგიონში. ამავე დროს, სან-სალვადროში წარმოდგენილია მეორე უდიდესი [[ებრაელები|ებრაული]] საზოგადოება ცენტრალური ამერიკის მასშტაბით. არსებობს მცირე [[მუსლიმანობა|მუსლიმური]] საზოგადოებაც.