ლენინის პიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
}}
'''ლენინის პიკი''' ([[1928]] წლამდე '''კაუფმანის პიკი'''; [[2006]] წლიდან ტაჯიკეთში ეწოდება '''იბნ სინას პიკი''') — მწვერვალი [[ტაჯიკეთი]]სა და [[ყირგიზეთი]]ს საზღვარზე. [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიის]] ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 7134 მ. მდებარეობს [[იმიერალაის ქედი|იმიერალაის ქედზე]]. ქედის თხემი, სადაც აღმართულია ლენინის პიკი დაფარულია [[ფირნი]]თა და [[ყინული]]თ. ლენინის პიკის სამხრეთ კალთაზე ეშვება დიდი და პატარა საუქდარის მყინვარები, ჩრდილოეთით — [[ლენინის მყინვარი]]. პირველად მწვერვალი აღმოაჩინა და აღწერა ცნობილმა რუსმა გეოგრაფმა და მოგზაურმა [[ალექსი ფედჩენკო]]მ [[1871|1871 წელს]], რომელმაც მწვერვალს კონსტანტინ კაუფმანის სახელი უწოდა. [[1928|1928 წელს]] მწვერვალს ლენინის პიკი უწოდეს. პირველად მწვერვალზე ავიდნენ [[1928|1928 წელს]]. ამჟამად არსებობს მწვერვალზე მისასვლელი 16 ალპინისტური მარშრუტი. [[2006|2006 წლის]] [[4 ივლისი]]დან ტაჯიკეთის მთავრობის დადგენილებით მწვერვალს უწოდეს იბნ სინას პიკი; ყირგიზეთის ტერიტორიაზე მწვერვალს კვლავ ლენინის პიკს უწოდებენ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Ленина%20пик/ ლენინის პიკი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}
* [http://peakbagger.com/peak.aspx?pid=10493 ლენინის პიკი] {{en}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლენინის_პიკი“-დან