პაოაის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლი |სახელი = პაოაის ეკლ...
 
No edit summary
ხაზი 21:
'''პაოაის ეკლესია''' — [[კათოლიციზმი|კათოლიკური]] სამრევლო ეკლესია [[ფილიპინები|ფილიპინებში]], [[ილოკოს-ნორტეს პროვინცია]]ში, [[პაოაი (ილოკოს-ნორტე)|პაოაის]] მუნიციპალიტეტში. ეკლესიის მშენებლობა [[1710]] წელს დასრულდა. ცნობილია განსხვავებული არქიტექტურით; ნაგებობის ორივე მხარეს და უკან აღმართულია უზარმაზარი საყრდენები. [[1993]] წელს, ეკლესია [[იუნესკო]]მ [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] ძგელთა სიაში შეიტანა, როგორც [[ფილიპინების ბაროკოს სტილის ეკლესიები]]ს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში.
 
პაოაის ეკლესია [[მიწისძვრის ბაროკო]]ს არქიტექტურის უპირველესი ნიმუშია; [[ბაროკო]]ს ეს სტილი ფილიპინურ ინტერეტაციას წარმოადგენს, ქვეყნის სეისმური პირობების გათვალისწინებით. ფილიპინებისთვის დამახასიათებელია გამანადგურებელი [[მიწისძვრა|მიწისძვრები]], რომელთაც ყვეყნის მასშტაბით არაერთი ადრეული ეკლესია ემსხვერპლა.<ref name="UNESCO">[http://whc.unesco.org/en/list/677 "Baroque Churches of the Philippines"]. World Heritage Convention. Retrieved on 2011-07-09.</ref> გარდა ბაროკოსი, ეკლესიის ფასადი ასევე შეიცავს [[იავა|იავური]] არქიტექტურის ნიმუშებს, რითაც ის [[ბორობუდური|ბორობუდურს]] წააგავს.<ref name="Pasyalan">[http://pasyalan.net/ilocos_norte/paoay/paoaychurch.php "Paoay Church"]. Pasyalang Ilocos Norte.Retrieved on 2011-07-09.</ref>
 
==ისტორია==
ქალაქ პაოაის თავდაპირველად „ბომბეი“ ერქვა, რადგან მის პირველ მაცხოვრებლებს სჯეროდათ, რომ [[ინდოეთი]]დან იყვნენ მოსულნი. მიმდებარე არეალის შესახებ პირველი წერილობითი დოკუმენტები [[1593]] წლით თარიღდება, [[1686]] წელს კი ის დამოუკიდებელი ავგუსტინური სამწყსო გახდა. ამჟამინდელი ეკლესიის მშენებლობა 1694 წელს [[ავგუსტინელთა ორდენი|ავგუსტინელთა საძმოს]] მღვდელმა ანტონიო ესტავილიომ დაიწყო, საბოლოოდ მშენებლობა 1710 წელს დასრულდა.<ref name="Heritage">[http://heritageconservation.wordpress.com/2006/07/27/paoay-church/ "Paoay Church"]. Heritage Conservation Society. Retrieved on 2011-07-09.</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე==
* [[ფილიპინების ბაროკოს სტილის ეკლესიები]]
* [[მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში]]
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://whc.unesco.org/en/list/677 World Heritage profile]
*[http://serialtripper.com/2011/10/paoay-church-ilocos-norte/ Paoay Church, Ilocos Norte], more pictures of the church including the interior
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაოაის_ეკლესია“-დან