იესო ქრისტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ქრისტე''', ”ციტატა”: უფალი იესო ქრისტე , ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, [[მამა ღმერთი|მამისაგან]] შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა [[სული წმინდა|სულისაგან წმიდისა]] და [[მარიამ ღვთისმშობელი|მარიამისაგან ქალწულისა]], და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა [[პილატე|პილატესზე]] და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მსამესა დღესა მსგავსად [[ბიბლია|წერილისა]]. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით [[მამა ღმერთი|მამისა]]. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

'''ღვთის სიტყვა''' - ”ციტატა”: პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.

”ციტატა”: ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადჟამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?

მაცხოვარი, მხსნელი, [[წმინდა სამება|სამების]] მეორე ჰიპოსტასი (წევრი), ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო რელიგიის – [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] დამფუძნებელი. [[ბიბლია|ბიბლიის]] ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა [[მარიამ ღვთისმშობელი|მარიამმა]], უბიწო ქალწულმა, რომელსაც [[მთავარანგელოზი გაბრიელი|მთავარანგელოზმა გაბრიელმა]] წინასწარ ახარა უფლის ნება, რომ იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა) და შობდა სულიწმინდის მიერ ხორცშესხმულ ძეს, და[[ბეთლემი|ბეთლემში]], ქვაბში (გამოქვაბულში) შვა [[მესია]]. მამობილმა იოსებმა [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]] გაარიდა ღვთისმშობელთან ერთად ებრაელთა ტირანს [[ჰეროდე|ჰეროდეს]], რომელმაც იმ დღეებში ორი წლის ასაკამდე შობილი უთვალავი ყრმა გაჟლიტა, რათა ძე ღვთისა მოესპო. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა [[პალესტინა|პალესტინაში]] ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 [[მოციქული]]), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს [[იუდა|იუდას]] ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, [[ჯვარი (ნიშანი)|ჯვარი]] აზიდვინეს [[გოლგოთა|გოლგოთის მთაზე]] და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი საფლავი გაიხსნა და ცად ამაღლდა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იესო_ქრისტე“-დან