ჩერა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Map of Chera Kingdom.jpg|220px|მინიატიურა|ჩერას სამეფოს რუკა]]
[[ფაილი:South India in BC 300.jpg|220px|მინიატიურა|სამხრეთ [[ინდოეთი]] ძვ.წ. 300 წელს. [[ჩერა]], [[ჩოლა]] და [[პანდია]].]]
'''ჩერა''' ([[თამილური|თამ.]]. சேரர்) — სახელმწიფო სამხრეთ [[ინდოეთი|ინდოეთში]] I-XII ს.ს, რომელსაც მართავდნენ ამავე გვარის მქონე დინასტიის მეფეები.ადრეულ პერიოდში ჩერას სამეფო ფლობდა [[კერალა]]ს, კონგუვანდას, სალემის ოლქს, დჰარმაპურს, ნაგაპატინამის და ტირუვარურის სამხრეთ ნაწილებს. დინასტიის დედაქალაქს წარმოადგენდა ქალაქი ვანჩიმუტური, თანამედროვე ქალაქი იდუკი [[ინდოეთი]]ს შტატის [[კერალა]]ს ოლქში. მე-II საუკუნეში დედაქალაქი გადატანილ იქნა კარურში (კარურვანჩი). ჩერას პირველი დინასტიის მმართველობის პერიოდი დასრულდა მე-III საუკუნის ბოლოს. მისი შემცვლელი მე-II დინასტია მოვიდა IX-XII საუკუნეებში. ამ პერიოდის დედაქალაქი გადატანილ იქნა საპორტო ქალაქ მუზირისში.
 
ჩერას მმართველები ხშირად ებრძოდნენ მეზობელი [[თამილური]] ქვეყნების [[პანდია]]ს და [[ჩოლა|ჩორა]]ს მეფეებს. დინასტიის მმართველობის პერიოდში აყვავებას მიაღწია სანელებლებით, სპილოს ძვლითა და ძვირფასი ქვებით ვაჭრობამ. გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ [[შუამდინარეთი|შუამდინარეთთან]], [[ეგვიპტე]]სთან, [[საბერძნეთი|საბერძნეთთან]], [[რომი|რომთან]], [[ფინიკია]]სთან და [[არაბეთი|არაბეთთან]]. იმ პერიოდის არქეოლოგიური მტკიცებულებებია მალაბარის სანაპიროზე აღმოჩენილი ძველი [[ბერძნული]], [[რომაული]] და [[არაბული]] მონეტები. [[მუზირისი]] მოიხსენება ძველ ბერძენ ავტორთა შრომებში, როგორც სამდინარო პორტი, დაახლოებით, თანამედროვე კოდუნგალურას რაიონში.
ჩერას დინასტიის მმართველები ეთაყვანებოდნენ ღმერთქალ [[კოტავა]]ს, ღვთაება დევის ანალოგი თანამედროვე [[ინდუიზმი|ინდუიზმში]]. დინასტიის მმართველობის ხანაშივე გავრცელდა ამ რეგიონში [[ბუდიზმი]] და [[ჯაინიზმი]]. დაახლოებით 800-ან წლებში, ხელისუფლებაში კულაშეკჰარების მოსვლით, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ ქალაქ კოდუნგალურიდან, დადგა დინასტიის აღორძინების პერიოდი. ეს იყო ჩერას მე-II დინასტიის დასაწყისი. ამ პერიოდის ჩერას მმართველები იყვნენ [[ინდუიზმი]]ს მიმდევრები, ამიტომ, ქვეყანას მართავდნენ [[ბრაჰმანი|ბრაჰმანების]] სულიერი წინამძღოლობით. [[კერალა]]ს ბრაჰმანთა საზოგადოება იმ დროისათვის შეადგენდა 32 თემს. ჩერას სამეფო კარზე ყოველი ოთხი თემი ორი ბრაჰმანით იყო წარმოდგენილი. დინასტიამ არსებობა შეწყვიტა 1102 წელს, მას შემდეგ, რაც ჩოლას[[ჩოლა]]ს სამეფომ დაიპყრო და გაანადგურა ჩერას სახელმწიფო. კულაშეკჰარების უკანასკნელმა წარმომადგენელმა, რამა კულაშეკჰარმა სამეფოს დედაქალაქი გადაიტანა კოლამში და იქიდან მართავდა ქვეყანას. ის წარმატებით უტევდა ჩოლას მმართველებს, მაგრამ ბრაჰმანთა მხრიდან მტრული დამოკიდებულების გამო ვერ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება. მისი მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა მხოლოდ [[კერალა]]ს სამხრეთი ნაწილი - პატარა სახელმწიფო, სახელად [[ვენანდი]]. ჩერას დინასტიის მემკვიდრეებმა საფუძველი ჩაუყარეს მომავალში ახალ დინასტიას - ტრავანკორებს.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩერა“-დან