ბაჰამის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 74:
ესპანელები გამალებით ცდილობდნენ [[ისპანიოლა]]ს ლუკაიანი მოსახლეობა სამუშაო ძალად გამოეყენებინათ, რასაც თან ახლდა დაავადებების გავრცელება, რომელთა წინააღმდეგ ადგილობრივებს იმუნიტეტი არ ჰქონდათ. შესაბამისად, საკმაოდ გაიზარდა მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბაჰამის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. [[კოლუმბი, ქრისტეფორე|კოლუმბის]] სტუმრობის შემდეგ, თან მოტანილმა [[ყვავილი (ეპიდემია)|ყვავილის]] ეპიდემიამ [[ტაინო]]ს ინდიელიბი მთლიანად გაანადგურა, ზოგადად ბაჰამის კუნძულების მოსახლეობა კი გაანახევრა.<ref>[http://www.edweek.org/login.html?source=http://www.edweek.org/ew/articles/1991/10/09/06columb.h11.html&destination=http://www.edweek.org/ew/articles/1991/10/09/06columb.h11.html&levelId=2100 "Schools Grapple With Columbus's Legacy: Intrepid Explorer or Ruthless Conqueror?"], ''Education Week'', 9 October 1991</ref>
 
დიდი ხნის მანძილზე ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ევროპელებს კუნძულების კოლონიზაცია [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლებამდე არ დაუწყიათ. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იყო კუნძულების დასახლების მცდელობა ესპანელების, ფრანგებისა და ბრიტანელების მიერ, ისევე როგორც სხვა ინდიელების მიერ. [[1648]] წელს, ინგლისელი პურიტანები [[ბერმუდის კუნძულები|ბერმუდიდან]], უილიამ სეილეს მეთაურობით კუნძულ [[ელიუთერა]]ზე ჩასახლდნენ. ამ ხალხმა კუნძულზე პირველი მუდმივი დასახლება დააარსეს და მათვე უწოდეს ამჟამინდელი სახელი — ''ელიუთერა'', რაც ძველბერძნული სიტყვა „თავისუფლებიდან“ მომდინარეობს. მოგვიანებით ისინი კუნძულ [[ნიუ-პროვიდენსი|ნიუ-პროვიდენსზეც]] დასახლდნენ.
 
[[1670]] წელს, ინგლისის მეფე [[ჩარლზ II]]-მ კუნძულები კაროლინის ლორდ-მესაკუთრეებს უბოძა, რომლებმაც მეფისგან ისინი ვაჭრობის, გადასახადების დაწესების, გუნერნატორთა დანიშვნისა და ადმინისტრირების უფლებით მიიღეს. [[1684]] წელს დედაქალაქ ჩარლზ-ტაუნს (მოგვიანებით ეწოდა [[ნასაუ]]) ესპანელი მეკობრე [[ხუან დე ალკონი]] დაესხა თავს. [[1703]] წელს, როდესაც მიმდინარეობდა [[ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის]], ფრანგთა და ესპანელთა გაერთიანებულმა ექსპედიციამ სულ მოკლე ხანში აიღო ბაჰამის დედაქალაქი.
 
===XVIII-XIX საუკუნეები===
ხაზი 98:
[[ამერიკის რევოლუციური ომი]]ს დროს კუნძულები ამერიკის საზღვაო ფლოტის სამიზნე გახდა, რომელსაც კომოდორი [[ეზეკ ჰოპკინსი]] ხელმძღვანელობდა. ამრიკელმა მეზღვაურებმა დედაქალაქი [[ნასაუ]] 14 დღით დაიკავეს.
 
[[1782]] წელს [[იორკტაუნის ალყა|იორკტაუნთან]] ბრიტანელთა მარცხის შემდეგ, [[ნასაუ]]ს მისადგომებთან ესპანეთის ფლოტი გამოჩნდა, რომელსაც ქალაქი ბრძოლის გარეშე ჩაბარდა. მომდევნო წელს, [[პარიზის ზავი (1783)|პარიზის ზავის]] საფუძველზე ესპანეთმა ბრიტანეთისგან ბაჰამის კუნძულები დაიბრუნა.
 
ამერიკის დამოუკიდებლობის შემდეგ, ბრიტანეთმა [[ნიუ-იორკიდანიორკი]]დან, ფლორიდიდან და კაროლინიდან ბაჰამის კუნძულებზე დაახლოებით 7 300 ლოიალისტი და მათი მონები ჩაასახლა, მიზანი ამ უკანასკნელთა მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება იყო. ლოიალისტებმა რამდენიმე კუნძულზე პლანტაციები გააშენეს, დედაქალაქში კი პოლიტიკურ ძალად იქცნენ. ევროპელი ამერიკელები მათ მიერვე მოყვანილ აფრო-ამერიკელებს რიცხოვნობით ბევრად აჭარბებდნენ, ეთნიკური ევროპელები კი უმცირესობად რჩებოდნენ.
 
[[1807]] წელს ბრიტანეთმა მონებით ვაჭრობა გააუქმა. მომდევნო ათწლეულებში, მათ ჩაასახლეს სამეფო ფლოტის მიერ ბაჰამის კუნძულების წყლებში მოძრავი მონათა გემებიდან გათავისუფლებული ათასობით აფრიკელი მონა. [[ბრიტანეთის იმპერია]]ში მონობა საბოლოოდ [[1834]] წლის [[1 აგვისტო]]ს გაუქმდა.
 
1820-იან წლებში, ათასობით ამერიკელი მონა და [[შავი სემინოლები|შავი სემინოლი]] ფლორიდიდან ბაჰამებისაკენ გაიქცა და ძირითადად [[ანდროსი]]ს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩასახლდა, სადაც მათ სოფელი რედ-ბეისი გააშენეს. თვითმხილველთა გადმოცემით, [[1823]] წლის მასიური სვლის შედეგად, დაახლოებით 27 კარპაჭითა და კანოეებითი ბაჰამებისკენ 300 ადამიანი გაიქცა. ეს მოვლენა [[2004]] წელს უკვდავყოფილ იქნა ფლორიდის ბილ-ბაგზ-კეიპის სახელმწიფო პარკში შესაბამისი აღნიშვნის დაფის აღმართვით.<ref name="nps">[http://www.nps.gov/subjects/ugrr/ntf_member/ntf_member_details.htm?SPFID=9173&SPFTerritory=Florida&SPFType=Site&SPFKeywords=Bill%20Baggs%20Cape%20Florida%20State%20Park "Bill Baggs Cape Florida State Park"], ''Network to Freedom,'' National Park Service, 2010, accessed 10 April 2013</ref><ref>Charles Blacker Vignoles, ''Observations on the Floridas,'' New York: E. Bliss & E. White, 1823, pp. 135–136</ref> ზოგიერთი მათი შთამომავალი დღემდე განაგრძობს შავი სემინოლების ტრადიციებს, რაც კალათების დაწვნასა და სავლავის გათხრის წესებში გამოიხატება.<ref>Howard, Rosalyn. (2006) "The 'Wild Indians' of Andros Island: Black Seminole Legacy in the Bahamas," ''Journal of Black Studies.'' Vol. 37, No. 2, pp. 275–298. Abstract on-line at http://jbs.sagepub.com/content/37/2/275.abstract.</ref>
 
[[ამერიკის შეერთებული შტატები]]ს ეროვნული პარკების სამსახური, რომელიც მართავს მონების მიერ გაყვანილ ეროვნულ [[მიწისქვეშა რკინიგზა]]ს, აფრიკელი ბაჰამელების მუზეუმთან და ნასაუს კვლევით ცენტრთან ერთად მუშაობს სოფელ რედ-ბეის, როგორც ამერიკელი მონების თავისუფლების ძიებასთან დაკავშირებული ძეგლის იდენტიფიცირებაზე. მუზეუმმა შეისწავლა და დოკუმენტურად დაადასტურა სამხრეთ ფლორიდიდან შავი სემინოლების გაქცევა. ის ასევე გეგმავს რედ-ბეის იმ ისტორიული ძეგლების განმარტებითი პროგრამების განცორციელებას, რომლებიც დაკავშირებულია ბაჰამებზე შავი სემინოლების ჩასახლების პერიოდთან.<ref>[http://www.nps.gov/subjects/ugrr/ntf_member/ntf_partner_details.htm?PARTNERID=13845&PARTNERTerritory=NULL&PARTNERKeywords=Red%20Bays Partners: "African Bahamanian Museum and Research Center (ABAC)"], Network to Freedom, National Park Service, accessed 10 April 2013</ref>
 
[[1818]] წელს,<ref>[http://books.google.com/books?id=Z70-AAAAYAAJ&pg=PA259 Appendix: "Brigs Encomium and Enterprise"], ''Register of Debates in Congress,'' Gales & Seaton, 1837, p. 251-253. Note: In trying to retrieve American slaves off the ''Encomium'' from colonial officials (who freed them), the US consul in February 1834 was told by the Lieutenant Governor that "he was acting in regard to the slaves under an opinion of 1818 by Sir Christopher Robinson and Lord Gifford to the British Secretary of State."</ref> ლონდონის სამსახურმა მტკიცედ ბრძანა, რომ „ბაჰამის კუნძულებზე მყოფი ნებისმიერი მონა, რომელიც მოყვანილია [[ბრიტანეთის ვესტ-ინდოეთი]]ს მიღმა ტერიტორიებიდან, გათავისუფლებული იქნება“. ამან განაპირობა ამერიკელების კუთვნილი დაახლოებით 300 მონის გათავისუფლება [[1830]]-[[1835]] წლებში.<ref name="horne103">[http://books.google.co.uk/books?id=XTLFKrmJPgcC Gerald Horne, ''Negro Comrades of the Crown: African Americans and the British Empire Fight the U.S. Before Emancipation''], New York University (NYU) Press, 2012, p. 103</ref> 1830 წლის დეკემბერში და შემდეგ 1834 წლის თებერვალში, კუნძულ [[აბაკო]]სთან შეიპყრეს სანაპირო ზოლის მონებით ვაჭრობის კუთვნილი ორი ამერიკული გემი — ''Comet'' და ''Encomium''. როდესაც შემპყრობლებმა გემის მეპატრონეები, მგზავრები და მონები [[ნასაუ]]ში წაიყვანეს, მიუხედავად ამერიკელთა პროტესტისა, საბაჟოს ოფიცრებმა მონები გადაარჩიეს და ეს უკანასკნელნი ბრიტანეთის კოლონიალურმა წარმომადგენლობამ გაათავისუფლა. ''Comet''-ზე 165 მონა აღმოჩნდა, ''Encomium''-ზე კი 48. ბრიტანეთმა აშშ-ს ამ ორი შემთხვევის კომპენსაცია გადაუხადა, მაგრამ მხოლოდ საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ.<ref>Horne (2012), ''Negro Comrades of the Crown'', p. 137</ref>
 
[[1835]] წელს ბრიტანეთის კოლონიალურმა წარმომადგენლობამ ასევე გაათავისუფლა [[ბერმუდის კუნძულები|ბერმუდისკენ]] მიმავალი ამერიკული გემის ''Enterprise''-ის 78 მონა, 1840 წელს კი კუნძულ [[აბაკო]]სთან შეპყრობილი ''Hermosa''-ს 38 მონა.<ref>Horne (2012), ''Negro Comrades of the Crown'', pp. 107–108</ref> ყველაზე აღსანიშნავი შემთხვევა მოხდა 1841 წელს, როდესაც გემ ''Creole''-ზე მონები აჯანყდნენ და ამბოხის ლიდერებმა ამერიკელებს [[ნასაუ]]ში წაყვანა უბრძანეს. გემზე 135 მონა იმყოფებოდა, რომლებიც [[ვირჯინია|ვირჯინიიდან]] [[ახალი ორლეანი|ახალ ორლეანში]] მიჰყავდათ გასაყიდად. ბაჰამის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ 128 მონა გაათავისუფლა, რომელთაც კუნძულებზე დარჩენა გადაწყვიტეს. ''Creole''-ის შემთხვევა მიჩნეულია „მონათა ყველაზე წარმატებულ აჯანყებად აშშ-ის ისტორიაში“.<ref name="williams">{{cite news
ხაზი 121:
}}</ref>
 
აღნიშნული ინცინდენტების შედეგად, [[1842]] წლისათვის ამერიკელების კუთვნილი სულ 447 მონა გათავისუფლდა, რამაც გაზარდა დაძაბულობა [[აშშ]]-სა და [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთს]] შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთაშორისო მონებით ვაჭრობის წინააღმდეგ პატრულირებაში თანამშრომლობდნენ. საკუთარი საშინაო მონათვაჭრობის სიმტკიცითა და მასშტაბით შეწუხებული აშშ აპროტესტებდა ბრიტანეთის კუთვნილი გემების შესვლას და ხალხის დაპატიმრებას მის კოლონიურ პორტებში, რაც საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. აშშ წუხდა, რომ ''Creole''-ის შემთხვევა, როდესაც მონებმა თავისუფლებას მიაღწიეს, მონათა აჯანყებების წამახალისებელი აღმოჩნდებოდა სხვა სავაჭრო გემებზე.
 
=== XX საუკუნე ===
[[File:The Duke of Windsor (1945).jpg|thumb|right|upright|[[ედუარდ VIII]], უინძორის ჰერცოგი და ბაჰამის კუნძულების გუბერნატორი 1940-1945 წლებში.]]
[[1940]] წლის აგვისტოში, ტახტიდან გადადგომის შემდეგ, [[უინძორის ჰერცოგი]] [[ედუარდ VIII]] ბაჰამის გუბერნატორად დაინიშნა, რომელიც კუნძულებზე ცოლთან, ოულის სიმპსონთან ერთად ჩავიდა. მიუხედავად არამყარი პოზიციისა გუბერნატორის ოფისში, „ისინი ცდილობდნენ შეექმნათ საუკეთესო ცუდ სიტუაციაში“.<ref name="Windsor installed">{{cite book|url= |title=The Dutchess of Windsor: The Secret Life|last=Higham|first= Charles|publisher=McGraw Hill|year=1988|isbn=|pages=300–302}}</ref> იგი თავის პოსტს დიდად არ გაუტაცია და კუნძულებს ახასიათებდა როგორც „ბრიტანეთის მესამე ხარისხის კოლონიას“.<ref>Bloch, Michael (1982). ''The Duke of Windsor's War,'' London: Weidenfeld and Nicolson. ISBN 0-297-77947-8, p. 364.</ref>
 
1940 წლის 29 ოქტომბერს მან ადგილობრივი პატარა პარლამენტი გახსნა. ნოემბერში წყვილი უენერ–გრენის იახტით სხვა „გარე კუნძლებს“ ესტუმრა, რამაც გარკვეული დავა წარმოშვა. ბრიტანეთის საგარეო ოფისს აღნიშნულ მოგზაურობასთან დაკავშირებით სასტიკი თავის მართლება მოუხდა,<ref name="Windsor opened">{{cite book|url= |title=The Dutchess of Windsor: The Secret Life|last=Higham|first= Charles|publisher=McGraw Hill|year=1988|isbn=|pages=307–309}}</ref> რადგან აშშ–ის ინტელიგენციის მიერ უენერ–გრინი შეცდომით მიჩნეულ იქნა [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიის]] სარდალ [[ჰერმან გერინგი]]ს მეგობრად.<ref name="Windsor opened" /><ref>Bloch, Michael (1982). ''The Duke of Windsor's War''. London: Weidenfeld and Nicolson. ISBN 0-297-77947-8, pp. 154–159, 230–233</ref>
 
ჰერცოგმა კუნძულებზე სიღარიბის აღმოსაფხვრელად სასტიკი ბრძოლა გააჩაღა. [[1991]] წელს ფილიპ ზიეგლერის მიერ შედგენილ ბიოგრაფიაში იგი დახასიათებულია როგორც ბაჰამელებისა და ზოგადად მთელი იმპერიის არათეთრკანიანი ხალხების მოძულე.<ref name="ziegler">[[Philip Ziegler|Ziegler, Philip]] (1991). ''King Edward VIII: The official biography''. New York: Alfred A. Knopf. ISBN 0-394-57730-2.</ref> [[1942]] წლის ივნისში, ჰერცოგმა შეუპოვრობა გამოიჩინა [[ნასაუ]]ს სამოქალაქო ამბოხის ჩახშობაში.<ref name="Windsor unrest">{{cite book|url= |title=The Dutchess of Windsor: The Secret Life|last=Higham|first= Charles|publisher=McGraw Hill|year=1988|isbn=|pages=331–332}}</ref> როგორც ზიეგლერი აღნიშნავს, ჰერცოგს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ [[კომუნისტები]] და ცენტრალურ ევროპელ [[ებრაელები|ებრაელთა]] შთამომავლები, რომელთაც საიდუმლო სამსახურები ჰქონდათ.<ref>Ziegler, pp. 471–472</ref>
 
[[1945]] წლის [[16 მარტი|16 მარტს]] ჰერცოგი თანამდებობიდან გადადგა.<ref name="matthew">[[Colin Matthew|Matthew, H. C. G.]] (September 2004; online edition January 2008) [http://www.oxforddnb.com/view/article/31061 "Edward VIII, later Prince Edward, duke of Windsor (1894–1972)"], ''Oxford Dictionary of National Biography'', Oxford University Press, {{doi|10.1093/ref:odnb/31061}}, retrieved 1 May 2010 (Subscription required)</ref><ref name="Windsor resigned">Higham places the date of his resignation as 15 March, and that he left on 5 April. {{cite book|url= |title=The Dutchess of Windsor: The Secret Life|last=Higham|first=Charles|publisher=McGraw Hill|year=1988|isbn=|page=359}}</ref>
 
=== II მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ===
[[File:Sir. Roland Symonette Park Sign.jpg|thumb|მონუმენტი სერ როლანდ სიმონეტის პარკის შესასვლელთან, კუნძულ ელიუთერის ჩრდილოეთ ნაწილში. ეძღვნება ბაჰამის კუნძულების პირველ პრემიერს [[სერ როლანდ თეოდორ სიმონეტი|სერ როლანდ სიმონეტს]].]]
თანამედროვე პოლიტიკური განვითარება [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ დაიწყო. პირველი პოლიტიკური პარტიები 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა. [[1964]] წელს ბრიტანეთის პარლამენტმა კუნძულები შიდა თვითმმართველ ძალაუფლებად აღიარა, რომლის პირველი პრემიერი იყო [[როლანდ თეოდორ სიმონეტი|სერ როლანდ სიმონეტი]] გაერთიანებული ბაჰამური პარტიიდან.
 
[[1965]] წელს, ნაწილობრივ ნასაუში გადაიღეს [[ჯეიმზ ბონდი]]ს მეოთხე [[ჯეიმზ ბონდი (ფილმების სერია)|ფილმი]] „[[სფერული ელვა (ფილმი)|სფერული ელვა]]“. ამავე წელს, კუნძულ [[ნიუ-პროვიდენსი|ნიუ-პროვიდენსსა]] და პარადაისზე გადაიღეს ნაწილი [[ბითლზები]]ს ფილმისა „[[მიშველე! (ფილმი)|მიშველე!]]“.
 
[[1967]] წელს, [[ლინდენ პინდლინგი]] [[პროგრესული ლიბერალური პარტია|პროგრესული ლიბერალური პარტიიდან]] კოლონიის პირველი შავკანიანი პრემიერი გახდა. 1968 წელს პოსტის სახელი შეიცვალა და ეწოდა [[ბაჰამის კუნძულების პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]]. 1973 წელს ბაჰამის კუნძულები სრულიად დამოუკიდებელი გახდა თანამეგობრობის სამეფოში და შეინარჩუნა [[ერთა თანამეგობრობა|ერთა თანამეგობრობის]] წევრობა. დამოუკიდებლობიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, პირველ გენერალ-გუბერნატორად (დედოფალ [[ელისაბედ II]]-ის ოფიციალური წარმომადგენელი) დაინიშნა [[მილო ბატლერი]].
 
[[ტურიზმი|ტურიზმსა]] და ოფშორული ფინანსებზე დაფუძნებულმა ბაჰამის ეკონომიკამ 1950-იანი წლებიდან აღმავლობა დაიწყო. თუმცა, დღემდე დღის წესრიგში რჩება ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, საბინაო ფონდი, საერთაშორისო ნარკოვაჭრობა და არალეგალური იმიგრაცია [[ჰაიტი]]დან.