მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

მიუხედავად ავადმყოფობისა პრუსტი საფრანგეთის ჯარში მსახურობდა 1889-1890 წლებში. შემდგომში ჯარში მიღებულ შთაბეჭდილებებს მწერალი აღწერს ”გერმანტების მხარე”-ში.
 
მარსელ პრუსტი ჰომოსექსუალისტიჰომოსექსუალი იყო. ამაზე მოწმობს დიდი რაოდენობით კორესპონდენცია, რომელიც დარჩა მისი და მისი მეგობრის, პიანისტი რეინალდო ჰანის მიმოწერისას. საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1900 წლიდან 1905 წლამდე მარსელმა მისი გარემომცველი საახლობლო წრიდან მრავალი ადამიანი დაკარგა. 1903 წელს გარდაიცვალა მამამისი, 1905 წლის სექტემბერში კი - დედა. მშობლების სიკვდილის შემდგომ მას დიდი მემკვიდრეობა ერგო, რამაც საშუალება მისცა პრუსტს მთელი თავისი დრო ხელოვნებისათვის დაეთმო.
 
სიცოცხლის უკანასკნელი წლებში მარსელის საკუთარი ოთახიდან არ გამოდიოდა. დღისით ეძინა, ღამით კი წერდა რომანს, რომელიც საბოლოოდ მწერალთან გაიგივდა.
ანონიმური მომხმარებელი