ძველი საბერძნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა [[რენესანსი|რენესანსს]] დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების [[ნეოკლასიკური აღორძინება|ნეოკლასიკური აღორძინების]] პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.
 
== ქრონოლოგია ==
ძვ. საბერნეთის ისტორია განეკუთვნება საზღვაო ცივილიზაციას, იწყება ძვ.წ. XVIII ს. მთავრდება ძვ.წ. [[323]] წ. [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელის]] სიკვდილით, მისი იმპერიის ნანგრევებზე ელინისტური სახელმწიფოთა და ელინისტური ეპოქის აღმოცენებით. ისტორია გრძელდება ახალი ეპოქით ელინიზმით, რომელიც ძვ.წ. [[30]] წ. რომის მიერ ბოლო ელინისტური სახელმწიფოს [[პტოლემაიოსები|პტოლემაიოსების ეგვიპტის]] დაპყრობამდე გრძელდება. ძველი საბერძნეთის ისტორიას 5 პერიოდად ყოფენ:
* 1. '''ეგეოსის ანუ კრეტა-მიკენის ხანა''' მოიცავს ძვ.წ. III-II ათ.წ. კ. [[კრეტა|კრეტას]] და [[პელოპონესი|პელოპონესის]] ცალკეულ ცენტრებს (მიკენი, პილოსი), [[ტროა|ტროას]] ტერიტორიას და კიკლადებს. გვაროვნული წყობა იშლება და იქმნება ადრემონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც [[დორიელები|დორიელთა]] შემოსევამ მოსპო და მთელ საბერძნეთში კვლავ გვაროვნული წყობა დამყარდა.
* 2. '''ჰომეროსის ეპოქა''' მოიცავს ძვ. წ. XI-IX ს. ეს არის გვაროვნული წყობის ხელახალი დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვის ხანა.
* 3. '''არქაულ პერიოდში''' - ძვ.წ. VIII-V სს. საბერძნეთის წამყვან ოლქებში მთავრდება მონათმფლობელური საზოგადოების ჩამოყალიბება, იქმნება ქალაქ-სახელმწიფოები - [[პოლისი|პოლისები]] და იწყება ე.წ. '''დიდი ბერძნული კოლონიზაცია'''.
* 4. '''კლასიკურ ეპოქაში''' - ძვ.წ. V-IV სს. საბერძნეთში უმაღლეს საფეხურს აღწევს მონათმფლობელური ურთიერთობის განვითარება, შემდეგ კი უკიდურესობამდე მწვავდება ბრძოლა ფენებს შორის. ბერძნულ პოლისებში იწყება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
*5. '''მაკედონიის მიერ საბერძნეთის დამორჩილება''' - ძვ. წ. IV ს. II ნახევარში ბერძენ-მაკედონელთა ლაშქრობა სპარსეთის წინააღმდეგ, მისი განვითარება და ძვ. მსოფლიოს ისტორიაში ახალი, ელინისტური ეპოქის დასაწყისი.
 
== ბუნება და მოსახლეობა ==