ძველი საბერძნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q11772
No edit summary
ხაზი 5:
 
ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა [[რენესანსი|რენესანსს]] დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების [[ნეოკლასიკური აღორძინება|ნეოკლასიკური აღორძინების]] პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.
 
== ბუნება და მოსახლეობა ==
საბერძნეთის რელიეფი მრავალფეროვანია, ზოგან ხრიოკი, ზოგან ტყიანი. ფერდობებზე შესანიშნავი საძოვრებია. ზეგნები და დაბლობები ხელსაყრელია მებაღეობა-მევენახეობისათვის. წამყვანი კულტურა [[ზეთისხილი]] იყო, პური კი ყოველთვის აკლდა.
ბერძნები დასახლებული იყვნენ [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულის]] სამხრეთ ნაწილში, [[ეგეოსის ზღვა|ეგეოსის ზღვის]] კუნძულებსა და [[მცირე აზია|მცირე აზიის]] დასავლეთ სანაპიროზე. იქ იყო 4 ბერძნული ოლქი - კარია, ლიკია, ლიდია და მიზია. ბალკანეთის დასავლეთიდან [[იონიის ზღვა]] ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ეგეოსის, რომელიც ჩრდილოეთით [[ჰელესპონტი|ჰელესპონტის]] სრუტით (თანამედროვე [[დარდანელი]]) უერთდება პროპონტიდას ([[მარმარილოს ზღვა|მარმარილოს]]) ზღვას. ეგეოსის ზღვაში 800-მდე კუნძულია; მცირე აზიის გასწვრივ კუნძულების სპორადები ეწოდება, მცირე აზიიდან ბალკანეთისკენ მიემართება კიკლადებად წოდებული კუნძულთა წრე. ნახევარკუნძული აღმოსავლეთით მდებარე კ. ევბეა მოსაზღვრე კუნძულებს შორის ყველაზე დიდია. ჩრდილოეთით ქალკიდიკის ნახევარკუნძულია, სამხრეთით - [[პელოპონესის ნახევარკუნძული|პელოპონესის]]. საბერძნეთში ჰავა სუბტროპიკული ყოფილა, ზამთარი თბილი და წვიმიანი. ეგეოსის ზღვის კუნძულების სიმრავლე და ბალკანეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ბუნებრივი ყურეები ხელსაყრელი იყო, ამიტომ ნაოსნობა და მეთევზეობა უძველესი დროიდან განვითარდა. თევზი ბერძნების ძირითად საკვებს წარმოადგენდა. საბერძნეთი და მისი მომიჯნავე მხარეები მდიდარი იყო წიაღისეულით: თრაკიაში ოქროს ქვიშა მოიპოვებოდა, ატიკაში ვერცხლი, ქალკიდიკაზე და ევბეაზე სპილენძი, ლაკონიკაში - [[რკინა]]. საბერძნეთი მდიდარი იყო სამშენებლო [[კირქვა|კირქვით]], სხვადასხვა ფერის, კ. ფაროსი კი - თეთრი მარმარილოთი.
ბალკანეთის საბერძნეთი 3 ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთში 2 ოლქი იყო. მისი შუა საბერძნეთთან დაკავშირება თერმოპილის ვიწრო გასასვლელით შეიძლებოდა, ისიც მხოლოდ ზღვის მოქცევის დროს. შუა საბერძნეთში 7 ოლქი იყო და გადასვლა პელოპონესის ნახევარკუნძულზე, სადაც 12 ოლქი იყო, შეიძლებოდა ისთმოსის ანუ [[კორინთო|კორინთოს]] ყელით. ბალკანეთის სამხრეთ ნაწილში [[ნეოლითი|ნეოლითის]] დროიდან დასახლდნენ [[ბერძნები|ბერძენთა]] მონათესავე ტომები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან და მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენენ [[პელასგები]]. მათი და კ. [[კრეტა|კრეტის]] უძველესი მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილება დღემდე დაუდგენილი.
ძვ.წ. მე-3 ათ.წ. ბოლოს საბერძნეთის ტერიტორიაზე გვაროვნული წყობილების დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მყოფი [[აქაველები|აქაველთა]] ტომები დამკვიდრდნენ. ძვ.წ. მე-13 - მე-12 სს. მიჯნაზე ბალკანეთს მომთაბარე [[დორიელები|დორიელთა]] მძლავრმა ტალღამ გადაუარა. მათ გაანადგურეს [[აქაველები|აქაველთა]] ადრემონათმფლობელური ცენტრები, აღადგინეს გვაროვნული წყობა და ბიძგი მისცეს ტომთა შემდგომ მიგრაციას. ძვ.წ. I ათ.წ. ისინი სამხრეთ პელოპონესში, ეგეოსის ზღვის სამხრეთის კუნძულებზე, კ. კრეტაზე და მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე დასახლდნენ. აქაველები - პელოპონესის ჩრდილო ნაწილში. ეოლიელები ჩრდილო, შუა საბერძნეთის ნაწილში, ეგეოსიის ზღვის ჩრდილოეთ კუნძულებზე, მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დასახლდნენ. [[იონიელები]] - შუა საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კ. ევბეაზე, ეგეოსის ზღვის ცენტრალურ კუნძულებზე. დორიელები აღნაგობით, ღია ფერის თმით და თვალებით გამოირჩეოდნენ საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ბერძნებიდან. ერთიანი ბერძნული ენა ელინისტურ ხანამდე არ არსებობდა. ბერძნები სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობდნენ და წერდნენ, თუმცა ერთმანეთის კარგად ესმოდათ. მრავალი დიალექტიდან უმთავრესი იონური, ეოლიური, დორიული გახდნენ ლიტერატურული. საბერძნეთის მწერლები რომელიმე ამ დიალექტზე წერდნენ.
 
== ბერძნებამდე ==
Line 38 ⟶ 44:
== ლიტერატურა ==
* Goodrich, S. G. (1849). [http://books.google.com/books?id=cxPPAAAAMAAJ A pictorial history of Greece]: Ancient and modern. New York: Huntington & Savage
* ძველი საბერძნეთის ისტორია : (ლექციების მოკლე კურსი) რედ: რუსუდან დაუშვილი].თბ.2004 წ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==