რამაიანა: განსხვავება გადახედვებს შორის

რამაიანა (სანსკრ.. रामायण — „რამას მოგზაურობა“) — ძველინდური ეპოსი [[სანსკრიტი|სანსკრიტულ ენაზე]], რომლის ავტორად ინდუსური ტრადიციის თანახმად, ითვლება ლეგენდარული ბრძენი ვალმიკი, რომლის სახელი მოხსენიებულია, ასევე, ვედურ ლიტერატურაში, როგორც წმინდა ტექსტების ერთ-ერთი მასწავლებელი.
 
== ეპოსის შინაარსიშემადგენლობა ==
„რამაიანა“ შედგება 24 000 ლექსისგან (480 002 სიტყვისგან — ტექსტის დაახლოებით 1/4 „[[მაჰაბჰარატა|მაჰაბჰარატას]]“ ტექსტია, რომელიც 4-ჯერ აღემატება „[[ილიადა|ილიადას]]“). ის დაყოფილია შვიდ წიგნად და 500 სიმღერად ე.წ. „კანდებად“. „რამაიანას“ ლექსები შედგენილია 32 მარცვალიანი მეტრით, რომელსაც ეწოდება ანუშტუბჰიანუშტუბი.
 
"რამაიანას" შვიდი წიგნია:
* '''ბალა-კანდა''' — წიგნი რამას ბავშვობაზე
* აიოდჰია'''აიოდია-კანდა''' — წიგნი აიოდჰიას სამეფო სასახლეზე
* '''არანია-კანდა''' — წიგნი რამას უდაბნოში ცხოვრებაზე
* კიშკინდჰა'''კიშკინდა-კანდა''' — წიგნი რამას კავშირზე მაიმუნთა მეფე კიშკანდჰასთან
* '''სუნდარა-კანდა''' — „ბრწყინვალე წიგნი“ კუნძულ ლანკაზე — რამას მეუღლე სიტას გამტაცებელი დემონის, რავანის სამეფოს შესახებ
* იუდჰა'''იუდა-კანდა''' — წიგნი რამას მაიმუნთა ჯარების ბრძოლაზე დემონ რავანის ჯარებთან.
* '''უტარა-კანდა''' — „საბოლოო წიგნი“
 
== სიუჟეტი ==
„რამაიანა“ მოგვითხრობს რამას ისტორიას, რომლის მეუღლე სიტა გაიტაცა ლანკას მეფე რავანამ. ეპოსში გაშუქებულია ადამიანური ყოფის და ღვთაებრივი აღქმის თემები. პოემა შეიცავს ძველ ინდოელ ბრძენთა სწავლებებს, რომელიც წარმოდგენილია ფილოსოფიასა და რელიგიურ თემებთან ერთად ალეგორიული სახით.
 
 
== მთავარი გმირები ==
* '''რამა''' — პოემის მთავარი გმირი, კოსალის მეფის დაშარატის და მისი მეუღლის კაუშალიის უფროსი და საყვარელი ვაჟი. ის წარმოდგენილია, როგორც ღირსების განსახიერება. დაშარატმა ერთ–ერთი ცოლის კაიკეის ულტიმატუმის შედეგად სამეფო ტახტზე უარი ათქმევინა რამას. 14 წლის მანძილზე რამამ დევნილობაში გაატარა.
 
* '''სიტა''' — რამას უსაყვარლესი მეუღლე, მეფე ჯანაკის ნახევრად ღვთაებად დაბადებული ქალიშვილი. ის განასახიერებს ღვთაება ლაქშმის და წარმოადგენს ქალური სიწმინდის იდეალად, ზრუნავს მეუღლეზე დევნილობაში, საიდანაც გატაცებული იქნება რავანას მიერ. რამა მოკავშირეების დახმარებით და რავანას მოკვლით გაათავისუფლებს მას ტყვეობიდან. მოგვიანებით სიტა შობს რამას ორ მემკვიდრეს — კუშუს და ლავუს.
 
* '''ჰანუმანი''' — უძლიერესი ბანარა და ღმერთ შივას მეთერთმეტე განსახიერება. მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიტას გათავისუფლებაში.
 
* '''ლაქშმანა''' — რამას უმცროსი ძმა, მასთან ერთად მყოფი დევნილობაში. ერთგული მეგობრის იდეალია და ასახიერებს გველ შეშუს. ის მუდმივად იცავს სიტას და რამას.
 
* '''ბჰარატა''' — დაშარატის ვაჯი, რამას ძმა. როდესაც ის გაიგებს, რომ დედამისმა კაიკეიმ ტახტის მემკვიდრე რამა თავიდან მოიშორა, რომ მისი შვილიბჰარატი გაემეფებინა, რაც დაშარატის სიკვდილის მიზეზი გახდა, უარს იტყვის უკანონოდ მიღებულ ძალაუფლებაზე და გაემგზავრება რამას საძებნელად. იგი წარმოადგენს სამართლიანობის იდეალს.
 
* '''რავანა''' — რაკშასი, ლანკას მეფე. ათთავიანი და ოცხელიანი გამოსახულება. თუ თავს მოაჭრი ხელახლა ეზრდება. შემქმნელი ღმერთისგან მიიღო სასწაულებრივი საჩუქარი, რომლის თანახმად, 10 000 წლის განმავლობაში მას ვერ მოკლავს, ვერც ღმერთი, ვერც დემონი და ვერც ადამიანი. თვით ღმერთებიც კი ძრწიან მისი ძალის წინაშე. იმისათვის, რომ რავანა იქნას დამარცხებული ღმერთი ვიშნუ განსახიერდება ადამიანად, რამასა და მის ძმებში. რავანა გაიტაცებს სიტას, მისი ცოლად მოყვანის მიზნით, მაგრამ ვერ ძალადობს მასზე, რადგან ქალზე ძალადობის სემთხვევაში რავანა დაიღუპება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==