ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

 
ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას ([[XII საუკუნე]]). ჩრდილოეთიდან მას იცავდა [[ალის ციხე]], ხოლო სამხრეთიდან — [[ნაბახტევის ციხე|ნაბახტევისა]]. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. [[XVIII საუკუნე]]ში კვლავ დაწინაურდა და [[ზემო ქართლი]]ს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და [[მოურავი]] განაგებდა.
დღემდე, ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი საინტერესო მასალა მიგვანიშნებს, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრეანტიკური ხანის ვრცელი დასახლება. ვახუშტი ბატონიშვილი ალს მცირე ქალაქს უწოდებს, მისი ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესახებ შემდეგს აღნიშნავს: ''{{ციტატა|ბრილის წყლის შესართავს ზეით არის ალის წყალზედ, დასავლეთით, კლდესა ზედა ალი, ქალაქი მცირე. გაზაფხულ-შემოდგომას ჭყაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულ ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული...''}}
ქართულ [[ისტორიოგრაფია|ისტორიოგრაფიაში]] გამოთქმულია მოსაზრება, რომ ალი, როგორც [[ქალაქი]] წარმოიშვა XI-XII საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობს, რამაც თავის მხრივ მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა, იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც როგორც ჩანს აქ ''მსახლობელნი [[სომეხი|სომეხნი]] და [[ებრაელები|ურიანი]]'' აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საქონელი, [[ქუცნა ამირეჯიბი|ქუცნა ამირეჯიბის]] სიგელის მიხედვით, გაჰქონდათ ''აქეთ [[თბილისი|თბილისამდე]] და იქით [[ქუთაისი|ქუთაისამდე]].''
ალი, რომ განვითარებული და გვიანდელი [[ფეოდალიზმი|ფეოდალიზმის]] პერიოდში მნიშვნელოვან სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობებში იყო ჩაბმული [[საქართველო|საქართველოს]] სხვადასხვა ქალაქებთან, მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში [[ალის განძი|ალის განძის]] სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აქედან ერთი განძი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო]] და [[ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი|ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია]] დაცული. [[1881]] წელს [[გაზეთი]] [[დროება (XIX საუკუნე)|დროება]] წერდა: ''{{ციტატა|ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს. ამასწინათ ერთ მეწისქვილეს ეპოვნა ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი [[ფული]], ნიაღვრით ჩამოეჭამა მიწა და გამოჩენილიყო. ამ ძველმა ფულებმა გაახარეს [[ებრაელები|ურიები]], რადგან ადგილობრივმა [[მამასახლისი|მამასახლისებმა]] ყურადღება არ მიაქციეს.''}}
 
სოფელ ალში წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამომგონებელი [[ვლადიმერ ბექაური]], რომლის დაფინანსებითაც აშენდა სოფლის საავადმყოფო<ref>[http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000448/Binder1.pdf შ. გოგიძე, გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური, თბ. 1968 წ., გვ., 55]</ref>