ფედერიკო გარსია ლორკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 70 interwiki links, now provided by Wikidata on d:q41408 (translate me)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Lorca (1914).jpg|მინი|right|ფედერიკო გარსია ლორკა]]
'''ფედერიკო გარსია ლორკა''' ({{lang-es|Federico García Lorca}}) - [[ესპანელები|ესპანელი]] პოეტი და დრამატურგი, დაიბადა [[1898]] წლის [[5 ივნისი|5 ივნისს]] [[ანდალუსია|ანდალუსიის]], გრანადის პროვინციის, სოფელ ფუენტე ვაკეროში. [[1914]] წელს ჩააბარა გრანადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტზე. ამ პერიოდს უკავშირდება მისი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები Impresiones y Paisajes და Libro de Poemas (თუმცა მისი დაბეჭდვა მხოლოდ 1921 წელს მოახერხა). დაუახლოვდა გრანადის მაშინდენ ინტელექტუალებს და ხელოვანებს. მასზე დიდი ზეგავლენა იქონია კომპოზიტორმა მანუელ დე ფალამ. [[1919]] ბინა დაიდო [[მადრიდი|მადრიდის]] სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში (Residencia de Estudiante de Madrid). მადრიდში დაუახლოვდა მისი ეპოქის ისეთ გამოჩენილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ: [[მაჩადო, ანტონიო|ანტონიო მაჩადო]], [[ნერუდა, პაბლო|პაბლო ნერუდა]], [[ხიმენესი, ხუან რამონ|ხუან რამონ ხიმენესი]] და სხვ. განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მას კატალონიერ სიურეალისტ [[დალი, სალვადორ|სალვადორ დალისთან]] და რეჟისორ [[ბუნუელი, ლუის|ლუის ბუნუელთან]]. [[1929]], როგორც სტიპენდიანტი, [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკს]] გაემგზავრა. მისი იქაური ცხოვრება და მოღვაწეობა ასახულია Poeta en Nueva York-ში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა. [[ესპანეთი|ესპანეთში]] დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა მოხეტიალე სტუდენტთა თეატრი "La Barranca". შემოიარეს მთელი [[ესპანეთი]] და შემდეგ იმოგზაურეს სამხრეთ ამერიკაში. სცენაზე გააცოცხლეს გამოჩენილი ესპანელი ოსტატების შემოქმედება. [[1936]] წელს დაიწყო [[ესპანეთის სამოქალაქო ომი]]. ლორკა აღზევებული მემარჯვენეების სამიზნე გახდა თავისი პროგრესული აზროვნებისა და მათ მიერ მანკიერად მიჩნეული სექსუალური გამოხატულების გამო. [[1936]] წლის [[19 აგვისტო|19 აგვისტოს]] ფედერიკო გარსია ლორკა სასტიკად იქნა ნაწამები და დახვრეტილი ფალანგისტების მიერ.
 
== შემოქმედება ==