ჰომოსექსუალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
ბევრ გეი და ლესბოსელ ხალხს აქვს ერთსქესიანი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები თავისი ფსიქოლოგიური არსით ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია.<ref name=amici /> ფიქსირებული ისტორიის განმავლობაში, იმის მიხედვით რომელ კულტურაში მოხდა ეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და აქტები იყო მიღებული, ისევე, როგორც გაკიცხული.<ref name=psych2010>American Psychiatric Association [http://healthyminds.org/More-Info-For/GayLesbianBisexuals.aspx Sexual Orientation]</ref> XIX ს-ის დასასრულიდან დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალთათვის უფლებების მინიჭებისთვის, მაგალითად - ერთსქესიანი ქორწინება, შვილება, მშობლობა, არადისკრიმინაციული დასაქმება და ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
 
== [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია| საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ==
{{ციტირება|ჰომოსექსუალიზმის შესახებ თავისი პოზიცია ეკლესიასაც გააჩნია და ეს პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პრობლემა თავისი არსით, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იგი სოციალურ, სამედიცინო და ა.შ. მნიშვნელობას...
 
წმიდა წერილში სქესთა განყოფის შესახებ მოთხრობილია დაბადების წიგნის I თავის 27-ე და II თავის 22-ე მუხლებში. პირველ შემთხვევაში (დაბადებაში) ვკითხულობთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ ებრაულ დედანში ნახმარი სიტყვები - „ზახარ“ და „ნეყაბა“, ბერძნულში (სეპტუაგინტაში) თარგმნილია როგორც „არსენ“ და „თეელი“, და ორივე მათგანი საშუალო სქესისაა, ე.ი. ღმერთმა თავდაპირველად „მამაკაცება“ და „დედაკაცება“, ანუ ერთიანი ადამიანური ბუნების ორი მხარე შექმნა, ხოლო შემდგომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, „შემოქმედის სიბრძნემ განჰყო ის, რაც თავიდან ერთიანი იყო, რათა შემდგომ ქორწინებაში კვლავ შეერთებულიყვნენ“ (12 საუბარი კოლასელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ). რაც შეეხება მეორე ეპიზოდს („დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა“ დაბ. 2, 22), ებრაულ დედანში წერია „იშ“ და „იშა“ (ქმარი და ცოლი), ხოლო ბერძნულ თარგმანში: „ადამ“ და „გინეკა“ (დედაკაცი) და იგი უშუალოდ სქესთა რეალური განყოფის ამბავს მოგვითხრობს...
 
ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს - ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ერთ-ერთი მათგანია ჰომოსექსუალიზმი. ბიბლია ამ ცოდვის შესახებ საკმაოდ მწირად, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავად და მკაცრად მოგვითხრობს, ისე, რომ რელატივაციის არავითარ შესაძლებლობას არ ტოვებს. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. თუ სიძვა და მრუშობა, პოლიგამია, პოლიანდრია ან პრომისკუიტეტი, ცოდვითდაცემის შემდგომ „მემკვიდრეობით“ შეძენილი ცხოველური საწყისია (ვნებაა), ჰომოსექსუალიზმი - ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა...
 
'''ღვთაებრივი განზრახვის შეგნებული დამახინჯება - აი, რა არის ჰომოსექსუალიზმი''', იგი უხვადაა ნასაზრდოები სეკულარული კულტურით, კულტურით, რომელიც ცდილობს ერთსქესიანი ურთიერთობები ნორმად და საზოგადოებისთვის მისაღებად გამოაცხადონ, რითაც იგი ღვთისსაწინააღმდეგო ქმედებას ეწევა. ამის გამო იყო, რომ ნებისმიერი წარმართული ცივილიზაცია, უძველესი დროიდან მოყოლებული, ჰომოსექსუალიზმს ნორმალურ მოვლენად თვლიდა, რადგან მათი რელიგიური შეხედულებანი ნებისმიერ, და მათ შორის სექსის საკითხშიც, რადიკალურად განსხვავდებოდა ბიბლიურისაგან, მეტიც, ზოგიერთი ძველი ხალხის ცხოვრებაში ჰომოსექსუალიზმი აუცილებელი კომპონენტი იყო და ხშირად მას სწორედ მათივე რელიგიური შეხედულებები უმაგრებდა ზურგს...
 
ძველი აღთქმის რელიგია მკვეთრად აღუდგა წინ ყოველგვარ სქესობრივ გარყვნილებას და მათ შორის ჰომოსექსუალიზმსაც. როგორც ვიცით, არც ერთი ხალხი არ დაუსჯია უფალს იმგვარად, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობა დასაჯა, რომელთა შორისაც ეს ცოდვა განსაკუთრებულად იყო გავრცელებული (დაბ. 19, 24). მოგვიანებით, მოსეს სჯულის მოღების შემდეგ, ებრაელ ერს ეკრძელებოდა ყოველგვარი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი. ლევიტელთა წიგნის მე-18 თავში (მუხლი 22) ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით, ეს სისაძაგლეა“, ხოლო მე-20 თავის მე-13 მუხლში წერია: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“. რაც შეეხება ახალ აღთქმას, ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კატეგორიულად ილაშქრებს პავლე მოციქული (რომ. 1, 25-28; 1 კორ. 6, 7)...
 
ეკლესია მამათმავლების მიმართ ყველაზე მკაცრ ეპიტიმიას აწესებდა. კერძოდ, წმიდა ბასილი დიდის ამფილოქე იკონიელისადმი მიწერილი მესამე კანონიკური ეპისტოლის 62-ე წესის მიხედვით, მამათმავლები წმიდა ზიარებიდან 15 წლით განიკვეთებოდნენ, ეს ეპიტიმია უფრო მკაცრია, ვიდრე მრუშობის ეპიტიმია, რომელიც 7,5 წლით განკვეთას ითვალისწინებს. რადგან სოდომია ორმაგ ცოდვას წარმოადგენს. ცოდვას, რომელიც მიმართულია როგორც მეორე პიროვნების, ისე თვით ბუნების წინააღმდეგ.
 
წმიდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის ზემოაღნიშნული ეპისტოლეების შესაბამისი ადგილების კომენტირებისას ძალზე კატეგორიულია და სოდომურ ცოდვას ღვთის წინაშე ჩადენილ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს. წმიდა მამა მკვეთრად განარჩევს სქესობრივი ცხოვრების ორ, - ბუნებრივ და არაბუნებრივ მხარეს. პირველ მათგანში, თუ იგი ეკლესიის მიერ აღსრულებული ქორწინების ფარგლებში თავსდება, არაფერი ცოდვისმიერი არ არის, რადგან სქესობრივი დიმორფიზმი ღვთის მიერ დადგენილ წესად მიიჩნევა.
 
ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა ჩვეულებრივი, კანონიერი და მეტიც, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთათვის განკუთვნილი პრივილეგირებული ქმედება იყო, რომელიც მონებს, როგორც არასრულფასოვან არსებებს, ეკრძალებოდათ. იგი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.
 
ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა. ღვთის და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ.}}<ref>ზურაბ ეკალაძე. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 11 (113), 2001 წ.</ref>
== ეტიმოლოგია ==
სიტყვა „ჰომოსექსუალი“ ჰიბრიდია ბერძნული პრეფიქსის „ჰომო“ (მსგავსი, რომელსაც ხშირად შეცდომით "მამაკაცი"-ს გვიანდელ ლათინურ მნიშვნელობას მიაწერენ, როგორც მაგ. homo sapiens-ში) და ლათინური ფუძის „sex-“, რითაც მიუთითებს სექსუალურ კავშირზე და ლტოლვაზე ერთი სქესის წარმომადგენლეთა შორის.