ჯორჯ ბალანჩინი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
[[სურათი:GeorgeBalanchine.jpg|thumb|right|ჯორჯ ბალანჩინი]]
'''ჯორჯ ბალანჩინი''' (George Balanchine, ნამდვილი სახელი ''გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე'') (* [[9 იანვარი]], /[[22 იანვარი]], [[1904]], [[პეტერბურგი]] ― † [[29 აპრილი]], [[1983]], [[ნიუ-იორკი]]), წარმოშობით [[ქართველები|ქართველი]] [[ამერიკელები|ამერიკელი]] ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, [[ბალანჩივაძე, მელიტონ |მელიტონ ბალანჩივაძის]] შვილი.
==ბიოგრაფია==
 
[[1921]] წელს დაამთავრა [[პეტროგრადი|პეტროგრადის]] [[მარიინსკის თეატრი|მარიინსკის თეატრთან]] არსებული თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი), 1923 - პეტროგრადის [[კონსერვატორია]]. [[1921]]-[[1924]] პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში "ოქროს მამალი" ([[რიმსკი-კორსაკოვი, ნიკოლოზ|ნ. რიმსკი-კორსაკოვი]]), "უიღბლო ეუგენი" (ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა). [[1923]] ხელმძღვანელობდა პეტროგრადის "ახალგაზრდა ბალეტს", რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები ([[ლავროვსკი, ლეონიდ|ლ. ლავროვსკი]], პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვები). [[1924]]-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. [[1925]]-[[1929]] იყო [[პარიზი|პარიზის]] "ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის" მთავარი ბალეტმაისტერი. [[1932]] - ფრანფული საბალეტო დასების "ბალე რიუს დე მონტე კარლოს" და "ბალე - 1933-ის" ბალეტმაისტერი. [[1933]] მიიწვიეს [[აშშ|აშშ-ში]], სადაც შექმნა "ამერიკული საბალეტო სკოლა", რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან "ნიუ-იორკ სიტი ბალე"). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი [[ბუენოს-აირესი|ბუენოს-აირესის]], [[კოპენჰაგენი|კოპენჰაგენის]], [[ლონდონი|ლონდონის]], [[მილანი|მილანის]] და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: [[პროკოფიევი, სერგეი|ს. პროკოფიევის]] "უძღები შვილი" ([[1928]]), [[სტრავინსკი, იგორ|ი. სტრავინსკის]] "აპოლონ მუსაგეტი" ([[1928]]), "ორფევსი" ([[1948]]), "აგონი" ([[1957]]), "ბროლის სასახლე" ([[ბიზე, ჟორჟ|ჟ. ბიზეს]] მუსიკის მიხედვით, [[1941]]), "ბალე იმპერიალი" ([[ჩაიკოვსკი, პეტრე|პ. ჩაიკოვსკის]] მუსიკის მიხედვით, [[1941]]) და სხვა. ავტორია წიგნისა "ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა" ([[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]]).
 
ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებების ფორმირებას. ბალანჩინის ხელმძღვანელობით "ნიუ-იორკ სიტი ბალე" საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ [[სსრკ|სსრკ-ში]] ([[1962]], [[1972]]). სპექტაკლები გამართა [[თბილისი|თბილისშიც]].
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:ბალანჩინი, ჯორჯ}}
 
{{ბიო}}
158 161

რედაქტირება