ალკუბიერეს ძრავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
==ალკუბიერეს მეტრიკა==
 
ალკუბიერეს მეტრიკა განსაზღვრავს გამრუდებული ძრავის დრო-სივრცეს. ეს არის [[w: Lorentzian_manifold#Lorentzian_manifold| ლორენცისეული მრავალფეროვნება]] რომელიც თუ ფარდობითობის ზოგადი თეორიით იქნება ინტერპრეტირებული საშუალებას მისცემს გამრუდებულ ბუშტს გამოჩნდეს ადრე ბტყელ დრო-სივრცეში და იმოძრაოს სინათლეზე სწრაფად. ბუშტის შიგნით მყოფი ადამიანი არ იგრძნობენ არავითარ ინერციალურ ეფექტებს. პროპულსიის ეს მეთოდი გამრუდებული ბუშტის მიმართ სინათლეზე სწრაფ მოძრაობას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს რომ ამ ბუშტის შიგნით სინათლის სხივი უფრო სწრაფად იმოძრავებს ვიდრე ხომალდი. რადგან ობიექტები ბუშტის შიგნით არ მოძრაობენ (ლოკალურად) სინათლეზე სწრაფად. ალკუბიერეს მეტრიკის მათემატიკური ფორმულირება არ ეწინააღმდეგება ფარდობითობის თეორიის მტკიცებულებებს, კერძოდ კი იმას რომ არცერთ ობიექტს რომელსაც აქვს მასა არ შეუძლია სინათლის სისწრაფის ან მეტის განვითარება. რაც შეეხება რელატივისტურ ეფექტებს, კერძოდ დროის შეყოვნებას, მას არ ექნება არავითარი შეხება ამ სახის მოძრაობასთან რადგან ეს ეფექტი ვლინდება მხოლოდ სინათლესთან მიახლოებული სიჩქარის შემთხვევაში.
 
ალკუბიერეს ძრავა რჩება მხოლოდ კონცეფციად რომელსაც როგორც ჩანს გადაუჭრელი პრობლემები ეღობება წინ: იმ რაოდენობის ენერგია რაც საჭიროა ამ მიზნისათვის მეტად ძნელი მოსაპოვებელი იქნება,<ref name=WDmorefeasible>[http://www.space.com/17628-warp-drive-possible-interstellar-spaceflight.html Warp Drive May Be More Feasible Than Thought, Scientists Say], Space.com</ref> არ არის ცნობილი არც გამრუდებული ბუშტის შექმნის და არც მისი დატოვების მეთოდი როცა კოსმოსური ხომალდი მიაღწევს დანიშნულების ადგილს.