ელენე ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ removed Category:ქართველები; added Category:ქართველი გრაფიკოსები using HotCat |
|||
ხაზი 27:
[[1922]] წელს სწავლობდა [[თბილისის სამხატვრო აკადემია|თბილისის სამხატვრო აკადემიაში]]. იყო [[გიორგი გაბაშვილი (მხატვარი)|გ. გაბაშვილის]] მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, [[კოლაროსის აკადემია]]ში ([[1922]]-[[1927]]). [[1927]] წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
განსაკუთრებული
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა [[1928]]-იდან დაიწყო [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის თეატრში]] ([[ქუთაისი]]) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 [[სპექტაკლი]], როგორც [[თბილისი]]ს და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
|