ტოლტეკები: განსხვავება გადახედვებს შორის

გასწორდა პუნქტუაცია
(გასწორდა პუნქტუაცია)
[[ფაილი:Telamones Tula.jpg|thumb|250px|right|ტოლტეკების ფიგურები. [[ტულა]], [[იდალგო (შტატი)|იდალგო]]]]
'''ტოლტეკები''' მესოამერიკული კულტურა, რომელიც დომინირებდა თანამედროვე [[მექსიკა|მექსიკის]] ტერიტორიაზე, შტატების – [[იდალგო (შტატი)|იდალგო]]ს, [[მორელოსი (შტატი)|მორელოსის]], [[მეხიკო]]ს და [[პუებლა (შტატი)|პუებლას]] ტერიტორიაზე. მესოამერიკული ქრონოლოგიით ჩვ.წ. 800-1000 წლებში. მოგვიანებით, [[აცტეკები]]ს კულტურა ტოლტეკებს მათ ინტელექტუალურ და კულტურულ წინამორბედებად მიიჩნევდა. აცტეკების ენაზე “ტოლტეკი” ხელოსანს ნიშნავდა. აცტეკები ასევე აღწერდნენ ტოლტეკების ისტორიას, მათ მმართველებს და საგმირო საქმეებს. მაგრამ თანამედროვე მეცნიერებაში ხშირად დავობენ, არის თუ არა სარწმუნო აცტეკების მიერ ტოლტეკების ისტორიაზე მოწოდებული ფაქტები.
 
ტოლტეკები ჩვ.წ. VIII საუკუნეში დასახლდნენ ცენტრალური მექსიკის ტერიტორიაზე და შექმნეს საკმაოდ დიდი სახელმწიფო. მათი დედაქალაქი [[ტულა]], ძალზე ახლოს მდებარეობდა [[ტეოტიუაკანი|ტეოტიუკანთან]]. თავიანთ კულტურაში, მათ განავითარეს ტეოტიუაკანის და [[შოჩიკალკო]]ს ტრადიციები.