დუმაცხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

Labadze Beqa97-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიორგი ჩუბინიძე-ის მი...
(გიორგი ჩუბინიძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რ...)
(Labadze Beqa97-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიორგი ჩუბინიძე-ის მი...)
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
'''დუმაცხოვი''' — [[სოფელი]] [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარის]] [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის მუნიციპალიტეტში]] ([[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]] [[თემი]]), [[შიდა ქართლის ვაკე]]ზე, [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს ([[სურამულა]]ს მარცხენა [[შენაკადი]]) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 780 [[მეტრი]], [[ხაშური]]დან 24 [[კილომეტრი]]. [[2006]] წლის [[1 იანვარი|1 იანვრის]] მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 80 [[კომლი]], სულ 183 [[ადამიანი]]. სოფლის სასაფლაოზე დგას [[დუმაცხოვის კვირიკეს ეკლესია|კვირიკეს ეკლესია]]. აქ სახლობენ გვარები: ბერუაშვილი, გოგალაძე, დვალაშვილი, მაისურაძე, მჭედლიძე, პაპუაშვილი, ფატარიძე, შუბითიძე, ხაჩიძე, ხერხეულიძე, ხიდაშელი.
 
==ისტორია==
 
ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს XV ს-ის დასაწყისში ქუცნა ამირეჯიბი თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე. ასე მოიხსენიებს იოანე ბატონიშვილიც . 1715 წლის რუისის სამწყსოს დავთარშიც ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს. დუშეთის რაიონში გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი დუმაცხო. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ ღვთისმშობლის ეკლესიას დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოს". შემდგომში აქ ხერხეულიძეები გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს [[კვირიკე და ივლიტა|წმინდა კვირიკესა და ივლიტას]] წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|651}}
* ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ., გვ. 78
* თ. ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.
 
{{ხაშურის მუნიციპალიტეტი}}