დუმაცხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 47:
==ისტორია==
 
ქართულ საისტორიო მწერლობაში დუმაცხოვი გვხვდება დუმაცხოს ფორმით. ამ ფორმით მოიხსენიებს XV ს-ის დასაწყისში ქუცნა ამირეჯიბი თავის ცნობილ სიგელში. ასე აქვს დატანილი ვახუშტი ბატონიშვილს რუკაზე. ასე მოიხსენიებს იოანე ბატონიშვილიც . 1715 წლის რუისის სამწყსოს დავთარშიც ამავე ფორმითაა დაფიქსირებული. ამრიგად დღევანდელი დუმაცხოვის ძველი სახელწოდება დუმაცხოა. ,,ოვ" სუფიქსი გვიანდელია და XIX საუკუნიდან უნდა მომდინარეობდეს. დუშეთის რაიონში გვაქვს ანალოგიური სახელწოდების სოფელი დუმაცხო. დუმაცხოვი, როგორც ჩანს ამირეჯიბების მამულია და პირველად სწორედ ქუცნა ამირეჯიბის სიგელში მოიხსენიება. ქუცნა ულუმბის განახლებულ ღვთისმშობლის ეკლესიას დუმაცხოვიდან ორ კომლ გლეხს სწირავს: ,,ორი კუმლი დუმაცხოვსდუმაცხოს". შემდგომში აქ ხერხეულიძეები გვხვდებიან. სოფელ დუმაცხოვში 28 ივლისს [[კვირიკე და ივლიტა|წმინდა კვირიკესა და ივლიტას]] წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუმაცხოვი“-დან