ნეოპლატონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

(Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q162145)
 
== ისტორია ==
ნეოპლატონიზმს საფუძველი [[ალექსანდრია]]ში, ეგვიპტეში ჩვ. წ–ით [[III საუკუნე|მესამე საუკუნეში]] ჩაეყარა. მისი დამაარსებელი [[ამონიუს საკასი|ამონიუსია]], ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, მისი მეტსახელი საკასი იყო, რაც მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, "ტომრების„ტომრების გადამტანი"გადამტანი“ იგივე მებარგული. მაგრამ სწავლების განვითარების მთავარ ფიგურად [[პლოტინუსი]] ([[205]]–[[207270]]) ითვლება. იგი ეგვიპტეში დაიბადა, ამონიუსისგან შეისწავლა ნეოპლატონიზმი და განავითარა იგი. [[რომი|რომში]] დასახლების შემდეგ მისი მთავარი ნაშრომები "ენეადები" იყო, რომელიც ნეოპლატონური მეტაფიზიკის გასაღებია.
 
სხვა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები იყვნენ სირიელ–ბერძენი სწავლული და ფილოსოფოსი [[პორფირიუსი]] ([[232]]–[[204304]]), სირიელ–ბერძენი ფილოსოფოსი [[იამბლიკუსი]] (უცნობია–[[333]]) და ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი [[პროკლუსი]].
 
გამომდინარე იქიდან, რომ ნეოპლატონიზმი [[ასკეტიზმი]]სა და ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ელემენტებს შეიცავდა, მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ეკლესიის თავდაპირველ მამებს შორის. [[ავგუსტინე ნეტარი]], თავის "აღსარებანში"„აღსარებანში“, ცნობს იმ დიდ წვლილს, რომელიც ნეოპლატონიზმმა ქრისტიანობის განვითარებაში შეიტანა და აღიარებს მის დიდ გავლენას საკუთარ რელიგიურ აზროვნებაზე. თუმცა, დოქტრინას [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკურ ეკლესიასთან]] ტურბულენტური ურთიერთობა ჰქონდა. [[529]] წელს [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I–მა]] იგი აკრძალა. [[დოგმატისტი|დოგმატისტებმა]] დაგმეს მისი არაორთოდოქსალური სკეპტიციზმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, [[XV საუკუნე|მე–15 საუკუნისთვის]] ნეოპლატონიზმი მიღებული დოქტრინა იყო.
 
ნეოპლატონიზმს სული რომაელმა კათოლიკე თეორეტიკოსმა ფილოსოფოსმა [[ნიკოლას კუზელი|ნიკოლას კუზელმა]] და სხვა მისტიკოსებმა ჩაბერეს, რომლებსაც სურდათ გადაელახათ ცოდნის საზღვრები, რასაც იმ ხანად ადამიანის მიერ ღმერთის პირდაპირი ინტუიციური გააზრების თეორია ქმნიდა. ნეოპლატონიზმი ასეთ თეორიას არსობრივად უპირისპირდება, მიიჩნევს რა სულს შეუძლია ექსტაზის მდგომარეობაში გადალახოს ყველა საზღვარი. ნეოპლატონიზმის შემდგომი მკვდრედით აღდგომა იტალიური რენესანსის ჰუმანისტებს უკვაშირდება. ისინი გაბატონებულ [[არისტოტელიზმი|რაციონალისტურ არისტოტელიანურ ფილოსოფიას]] პლატონის იდეალისტური მეტაფიზიკით, შემდეგ კი ნეოპლატონიზმით დაუპირისპირდნენ. შემდგომი განვითარება იტალიერი სწავლულის [[მარსილიო ვიჩიანო]]ს ([[1433]]–[[1499]]) დამსახურებაა, კოსიმო დი მედიჩის პატრონაჟის ქვეშ, მან პლატონის, პორფირიუსის და იამბლიკუსის ნაშრომები თარგმნა და ანოტაცია გაუკეთა.