რაფიელ ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Rafiel eristavi.jpg|250პქ|left|მინი|რაფიელ ერისთავის ძეგლი ზუგდიდში]]
ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა [[კახეთი|კახეთის]] სოფელ [[ქისტაური|ქისტაურში]]. ქართული წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა, ხოლო რუსული ენა – საგანგებოდ მოწვეულმა მასწავლებელმა. 7 წლის რაფიელი [[თელავი]]ს სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და [[1831]] წელს თავისი ვაჟი [[შუამთის მონასტერი|შუამთის მონასტრის]] ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია. ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი [[1832]] წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. [[1833]] წელს რაფიელი მშობლებმა [[გორი|გორში]] გადაიყვანეს სასწავლებლად. [[1836]] წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც [[1845]] წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.