ივანე აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ივანე (იოანე) ქაიხოსროს ძე აბაშიძე''' (გ. 1822) — თავადი, იმერეთის...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ივანე (იოანე) ქაიხოსროს ძე აბაშიძე''' (გ. [[12 დეკემბერი]], [[1822]]) — თავადი, [[იმერეთის აჯანყება (1819-1820)|იმერეთის აჯანყების]] (1819-1820 წწ.) ერთ-ერთი ხელმძღვანელი და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის ტახტის]] პრეტენდენტი.
 
ივანე აბაშიძე დაიბადა იმერეთის თავადის, ქაიხოსრო აბაშიძის ოჯახში. დედამისი, დარეჯანი იყო იმერთა მეფის [[სოლომონ I|სოლომონ I]]-ის ქალიშვილი. 1820 წელს, იმერეთში მღელვარების ჩახშობის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ გასცა მისი დაპატიმრების ბრძანება, მაგრამ აბაშიძემ მოახერხა [[გურიის სამთავრო|გურიაში]] გაქცევა. გურიაში მოსალაპარაკებლად ჩასული რუსი სარდალი, პოლკოვნიკი პუზირევსკი აბაშიძემ და [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო გურიელმა]] [[შემოქმედი|შემოქმედთან]] შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. 1820 წელს აჯანყებულმა იმერლებმა აბაშიძე მეფედ დაასახელეს. გურიაში რუსეთის ჯარების შესვლის შემდეგ აბაშიძე იძულებული გახდა გახიზნულიყო [[ახალციხე]]ში, სადაც ის, ნ. დადიანის ცნობით, მოკლეს ვახტანგ ბატონიშვილის ([[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით II-ის]] უკანონო შვილის როსტომის შვილი) მიგზავნილმა კაცებმა.
 
ივანე აბაშიძეს ცოლად ჰყავდა [[სიმონ III გურიელი]]ს ასული ელისაბედი. მათ შეეძინათ სამი შვილი — ქაიხოსრო, გიორგი და ეკატერინე (ეკა). იმერეთის აჯანყების დროს ელისაბედი და ეკა რუსეთში გადაასახლეს, მაგრამ გურიელის თხოვნით გზიდან დააბრუნეს და გურიაში დაასახლეს. 1838 წლის აღწერით, ელისაბედი ცხოვრობს ქუთაისში, ეკა კი შორაპნის ოკრუგში და იღებს პენსიას 1000 მანეთის ასიგნაციებით. ეკა იყო [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] დედა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_აბაშიძე“-დან