შირაქის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q4524215
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Shiraki.jpg|thumb|right|255px|<center>შირაქის ვაკე]]
'''შირაქის ვაკე''', ''დიდი შირაქის ვაკე'' — [[ივრის ზეგანი]]ს უდიდესი ბრტყელი აკუმულაციური ვაკე, [[ალაზანი|ალაზან]]-[[იორი|ივრის]] შუამდინარეთში, [[დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი|დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში]]. სიგრძე 35 [[კილომეტრი]], სიგანე 15 კილომეტრი. აბსოლუტური სიმაღლე 500-700 მეტრს შორის მერყეობს. წარმოადგენს ნეოგენური წყებების სინკლინურ ჩაზნექილობას, რომელიც ამოვსებულია მეოთხეული ნაფენებით. ეს უკანასკნელი უხვად შეიცავს არტეზიულ წყლებს. [[ჰავა]] ზომიერად კონტინენტურია. საშუალო წლიური ტემპერატურა 10°, [[იანვარი|იანვრისა]] -3,8°, [[ივლისი]]სა - 22,8º. აბსოლუტური მაქსიმუმია 38º, ხოლო აბსოლუტური მინიმუმია -32º. წელიწადში 490 მმ ნალექი მოდის. მაქსიმალური [[გაზაფხული|გაზაფხულზე]] და [[ზაფხული]]ს დასაწყისშია. გავრცელებულია [[შავმიწა ნიადაგები|შავმიწა]] და [[წაბლა ნიადაგები]]. შირაქის ვაკეზე ბუნებრივი მცენარეულობა სტეპურია (ბალახეული). ამჟამად მთლიანად სახნავადაა გადაქცეული (უმთავრესად მარცვლეული კულტურებისათვის). შირაქის ვაკე [[საქართველო]]ს პურის ბეღელია.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შირაქის_ვაკე“-დან