ბათო-ყაენი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Bot: Migrating 46 interwiki links, now provided by Wikidata on d:q175138 (translate me) |
|||
ხაზი 31:
მამის სიკვდილის შემდეგ ([[1227]]) სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს. [[1236]] წელს დაიპყრო დეშთი-ყივჩაყი (ყივჩაყთა ველები), [[1237]]-[[1243]] წლებში მეთაურობდა აღმოსავლეთ ევროპაში ლაშქრობას, რომლის დროსაც უკიდურესი სისასტიკით გაითქვა სახელი. რუსი ხალხის წინააღმდეგობამ, [[რიაზანი]]ს, [[მოსკოვი]]ს, [[ვლადიმირი]]ს, [[კოზელსკი]]ს, [[კიევი]]სა და სხვა ქალაქების გმირულმა დაცვამ საგრძნობლად დაასუსტა მისი ლაშქარი. [[1240]] წელს ბათო-ყაენმა აღმოსავლეთ ევროპაში — [[პოლონეთი|პოლონეთში]], [[ჩეხეთი|ჩეხიაში]], [[უნგრეთი|უნგრეთსა]] და [[დალმაცია]]ში ილაშქრა. ამ ქვეყნების ხალხთა წინააღმდეგობამ და ზურგში დარჩენილი რუსეთის შიშმა აიძულა იგი [[1242]] წლის გაზაფხულზე უკან გაბრუნებულიყო. მონღოლთა დიდი ხანის უგედეის სიკვდილის ([[1241]] წლის დეკემბერი) შემდეგ ბათო-ყაენი თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად ჯუჩის ულუსში დაბრუნდა. [[1243]] წელს მდ. ვოლგის ქვემოწელზე მან დააარსა ფეოდალური სახელმწიფო [[ოქროს ურდო]] (სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ). [[1251]] წელს მისი მხარდაჭერით ყურულთაიმ იმპერიის დიდ ხანად მუნქე აირჩია. ბათო-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა.
== ლიტერატურა ==
[[კატეგორია:მონღოლები]]
|