გლიკოგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Ana tabatadze|Ana tabatadze]]|2=2013 წლის 26 ივნისი}}
[[ფაილი:Glycogen.png|მინიატიურამინი|გლიკოგენის სტრუქტურა]]
'''გლიკოგენი''' — (C6H10O5) ცხოველური [[სახამებელი]] , ძირითადი სამარაგო [[ნახშირწყალი]] [[ადამიანი|ადამიანსა]] და [[ცხოველები|ცხოველებში]]. გვხვდება აგრეთვე ზოგიერთ [[ბაქტერია]]ში, [[საფუარი სოკოები|საფუვრებსა]] და [[სოკოები|სოკოებში]]. განსაკუთრებით მაღალია მისი შემცველობა [[ღვიძლი|ღვიძლში]] (3-5%) და [[კუნთები|კუნთებში]] (0,4-2%). აღმოაჩინა [[ფრანგები|ფრანგმა]] ფიზიოლოგმა [[კლოდ ბერნარი|კლოდ ბერნარმა]] ([[1857]]). გლიკოგენი [[ჰომოპოლისაქარიდი]]ა და შედგება 6-20 ათასი და მეტი α-D [[გლუკოზა|გლუკოზის]] ნაშთისაგან. მისი მოლეკულა განშტოებულია; დაუტოტავი ჯაჭვის სიგრძე საშუალოდ [[გლუკოზა|გლუკოზის]] 10-14 ათასი ნაშთისაგან შედგება. გლიკოგენი თეთრი ამორფული ფხვნილია. მისი ხსნარი პოლიდისპერსიულია, ხასიათდება [[ოპალესცენცია|ოპალესცენციით]], ოპტიკურად აქტიურია, [[იოდი]]თ იისფერ-მოყავისფროდან იისფერ-მოწითალოდ იღებება. ორგანიზმში ორი გზით იშლება. მისი ჰიდროლიზური დაშლა იწყება პირის ღრუში საჭმლის მონელების პროცესში [[ამილაზა|ამილაზის]] ზემოქმედებით და მთავრდება [[წვრილი ნაწლავი|წვრილ ნაწლავებში]]. წარმოიქმნება დექსტრინები, შემდეგ [[მალტოზა]] და [[გლუკოზა]].
[[გლუკოზა]] [[სისხლი|სისხლში]] შეიწოვება, ნარჩენი რაოდენობა კი ჩაერთობა გლიკოგენის სინთეზში და ამ სახით გროვდება [[ქსოვილი (ბიოლოგია)|ქსოვილებში]]. გლიკოგენის ჰიდროლიზური დაშლა შეიძლება [[უჯრედი|უჯრედებშიც]] მოხდეს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გლიკოგენის უჯრედშიგა გარდაქმნის ძირითადი გზა ფოსფოროლიზური დაშლაა, რის შედეგად წარმოიქმნება გლუკოზა-1-ფოსფატი. გლიკოგენის სინთეზის აუცილებელი ეტაპია გლუკოზის ფოსფორილირება. სინთეზი მიმდინარეობს გლიკოგენ-სინთეტაზის მონაწილეობით. გლიკოგენის დაგროვებასა და მობილიზაციას ღვიძლში აწესრიგებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი [[ჰიპოთალამუსი]]სა და [[სიმპათიკური ნერვული სისტემა|სიმპათიკური ნერვული სისტემის]] მონაწილეობით. მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია [[ჰორმონი|ჰორმონები]] — [[ადრენალინი]] და [[გლუკაგონი |გლუკაგონი]] (იწვევენ გლიკოგენის მობილიზაციას) და [[ინსულინი |ინსულინი]] (სტიმულს აძლევს გლიკოგენის სინთეზს).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლიკოგენი“-დან