გლიკოგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Ana tabatadze|Ana tabatadze]]|2=2013 წლის 26 ივნისი}}
'''გლიკოგენი''' — (C6H10O5) ცხოველური [[სახამებელი]] , ძირითადი სამარაგო [[ნახშირწყალი]] [[ადამიანი|ადამიანსა]] და [[ცხოველები|ცხოველებში]]. გვხვდება აგრეთვე ზოგიერთ [[ბაქტერია]]ში, [[საფუარი სოკოები|საფუვრებსა]] და [[სოკოები|სოკოებში]]. განსაკუთრებით მაღალია მისი შემცველობა [[ღვიძლი|ღვიძლში]] (3-5%) და [[კუნთები|კუნთებში]] (0,4-2%). აღმოაჩინა [[ფრანგები|ფრანგმა]] ფიზიოლოგმა [[კლოდ ბერნარი|კლოდ ბერნარმა]] ([[1857]]). გლიკოგენი [[ჰომოპოლისაქარიდი]]ა და შედგება 6-20 ათასი და მეტი α-D [[გლუკოზა|გლუკოზის]] ნაშთისაგან. მისი მოლეკულა განშტოებულია; დაუტოტავი ჯაჭვის სიგრძე საშუალოდ [[გლუკოზა|გლუკოზის]] 10-14 ათასი ნაშთისაგან შედგება. გლიკოგენი თეთრი ამორფული ფხვნილია. მისი ხსნარი პოლიდისპერსიულია, ხასიათდება [[ოპალესცენცია|ოპალესცენციით]], ოპტიკურად აქტიურია, [[იოდი]]თ იისფერ-მოყავისფროდან იისფერ-მოწითალოდ იღებება. ორგანიზმში ორი გზით იშლება. მისი ჰიდროლიზური დაშლა იწყება პირის ღრუში საჭმლის მონელების პროცესში [[ამილაზა|ამილაზის]] ზემოქმედებით და მთავრდება [[წვრილი ნაწლავი|წვრილ ნაწლავებში]]. წარმოიქმნება დექსტრინები, შემდეგ [[მალტოზა]] და [[გლუკოზა]].
გლუკოზა სისხლში შეიწოვება, ნარჩენი რაოდენობა კი ჩაერთობა გლიკოგენის სინთეზში და ამ სახით გროვდება ქსოვილებში. გლიკოგენის ჰიდროლიზური დაშლა შეიძლება უჯრედებშიც მოხდეს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გლიკოგენის უჯრედშიგა გარდაქმნის ძირითადი გზა ფოსფოროლიზური დაშლაა, რის შედეგად წარმოიქმნება გლუკოზა-1-ფოსფატი. გლიკოგენის სინთეზის აუცილებელი ეტაპია გლუკოზის ფოსფორილირება. სინთეზი მიმდინარეობს გლიკოგენ-სინთეტაზის მონაწილეობით. გლიკოგენის დაგროვებასა და მობილიზაციას ღვიძლში აწესრიგებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი ჰიპოთალამუსისა და სიმპათიკური ნერვული სისტემის მონაწილეობით. მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია ჰორმონები — ადრენალინი და გლუკაგონი (იწვევენ გლიკოგენის მობილიზაციას) და ინსულინი (სტიმულს აძლევს გლიკოგენის სინთეზს).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლიკოგენი“-დან