გლიკოგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Ana tabatadze|Ana tabatadze]]|2=2013 წლის 26 ივნისი}}
'''გლიკოგენი''' — (C6H10O5) ცხოველური [[სახამებელი]] , ძირითადი სამარაგო [[ნახშირწყალი]] [[ადამიანი|ადამიანსა]] და [[ცხოველები|ცხოველებში]]. გვხვდება აგრეთვე ზოგიერთ [[ბაქტერია]]ში, [[საფუარი სოკოები|საფუვრებსა]] და [[სოკოები|სოკოებში]]. განსაკუთრებით მაღალია მისი შემცველობა [[ღვიძლი|ღვიძლში]] (3-5%) და [[კუნთები|კუნთებში]] (0,4-2%). აღმოაჩინა ფრანგმა ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა (1857). გლიკოგენი ჰომოპოლისაქარიდია და შედგება 6-20 ათასი და მეტი α-D გლუკოზის ნაშთისაგან. მისი მოლეკულა განშტოებულია; დაუტოტავი ჯაჭვის სიგრძე საშუალოდ გლუკოზის 10-14 ათასი ნაშთისაგან შედგება. გლიკოგენი თეთრი ამორფული ფხვნილია. მისი ხსნარი პოლიდისპერსიულია, ხასიათდება ოპალესცენციით, ოპტიკურად აქტიურია, იოდით იისფერ-მოყავისფროდან იისფერ-მოწითალოდ იღებება. ორგანიზმში ორი გზით იშლება. მისი ჰიდროლიზური დაშლა იწყება პირის ღრუში საჭმლის მონელების პროცესში ამილაზის ზემოქმედებით და მთავრდება წვრილ ნაწლავებში. წარმოიქმნება დექსტრინები, შემდეგ მალტოზა და გლუკოზა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლიკოგენი“-დან