ეკონომიკური ეფექტიანობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ეფექტიანობის საკითხებზე (ზოგადთეორიული, დარგობრივ-მიკროეკონომიკური+
ლეო ჩიქავა, ავთანდილ სილაგაძე, რამაზ აბესაძე, ნოდარ ჭითანავა, მიხეილ ჯიბუტი, ელგუჯა მექვაბიშვილ+
ხაზი 1:
'''ეკონომიკური ეფექტიანობა''' — წარმოების (ან მომსახურების) პროცესის სასარგებლო შედეგის (ეფექტის) შეფარდება გაწეულ ხარჯებთან (ან გამოყენებულ რესურსებთან). ეფექტიანობის საკითხს მრავალი მეცნიერული დისციპლინა შეისწავლის და მათ შორის ეკონომიკური ეფექტიანობა მრავალი ავტორის დაკვირვების საგანია, შესაბამისად, განსხვავებული არგუმენტაციებით მოიცემა. ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს [[მრეწველობა]]ში, [[სოფლის მეურნეობა]]ში, [[მშენებლობა]]ში, ვაჭრობაში, მომსახურების სხვა სფეროებში, შესაბამისად, გარკვეულ გაანგარიშებით სირთულეებთან გვაქვს საქმე ეფექტიანობის კრებსითი მაჩვენებლების განსაზღვრისას. ეფექტიანობის საკითხებზე (ზოგადთეორიული, დარგობრივ-მიკროეკონომიკური და ეკონომიკურ-მათემატიკური ასპექტები) გამოქვეყნებულია ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების ([[ავთანდილ გუნია]], ვლადიმერ პაპავა, ლეო ჩიქავა, ავთანდილ სილაგაძე, რამაზ აბესაძე, ნოდარ ჭითანავა, მიხეილ ჯიბუტი, ელგუჯა მექვაბიშვილი, იური ანანიაშვილი, [[როლანდ სარჩიმელია]] და სხვ) შრომები.
 
იტალიელი ეკონომისტის — [[ვილფრედო პარეტო]]ს მიხედვით, იდეალიზებულ ვარიანტში ეფექტიანია წარმოების შესაძლებლობათა გრაფიკის მხოლოდ ზღვრული სარგებლიანობის სიტუაციები<ref>Pareto Efficiency, http://wilcoxen.maxwell.insightworks.com/pages/225.html</ref>. ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხზე [[ევროკომისია|ევროკომისიის]] ექსპერტთა მეთოდოლოგიის სრულყოფის საფუძველზე, ქართველი ეკონომისტი — [[რევაზ ლორთქიფანიძე]] განმარტავს, რომ [[ეკონომიკა]]ში ზღვრული ეფექტიანობის მისაღწევად, საჭიროა განვითარდეს ეკონომიკის ის სტრუქტურული ძვრები, რომლებიც ყველაზე რენტაბელური იმ დარგების ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს, რომლებსაც ბაზარზე, ამავდროულად, შედარებით მეტი სეგმენტი უჭირავს<ref>ლორთქიფანიძე რ, განმარტებები კონკურენციის კანონის, ევროკომისიის ფორმულის განვითარებისა და მაკროსტაბილურობის სტრატეგიულ საკითხებზე. – www. education.ge, ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2012, http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1374 </ref>.