სტრასბურის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 3:
'''სტრასბურის უნივერსიტეტი''' — [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[ელზასი]]ს რეგიონის ქალაქ [[სტრასბური|სტრასბურში]] მდებარე უნივერსიტეტი. წარმოიქმნა პროტესტანტული ჰუმანისტური გერმანული გიმნაზიიდან, რომელიც [[1538]] წელს იოჰანეს შტურნმა დააარსა თავისუფალ საიმპერიო ქალაქ სტრასბურგში. [[1631]] წელს გარდაიქმნა უნივერსიტეტად.
 
გერმანულ უნივერსიტეტს, [[1681]] წელს, ქალაქის [[ლუი XIV]]-ის მიერ დაპყრობის შემდეგაც არ შეუწყვეტია ფუნქიონირება, თუმცა [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციი]]ს დროს თითქმის სრულიად ფრანგულ უნივერსიტეტად გარდაიქმნა. [[1872]] წელს [[ფრანკო-პრუსიის ომი]]ს შემდეგ [[ალზას-ლორენი]]ს გერმანელთა მიერ დაპყრობის შემდეგ უნივერისტეტი ხელახლა დაარსდა, როგორც გერმანული კაიზერ-ვილჰელმვილჰელმის უნივერსიტეტი და [[ფრანკოფონია|ფრანკოფონი]] მასწავლებლები იძულებულნი გახდნენ სასწავლებელი დაეტოვებინათ. [[1918]] წელს ალზას-ლორენი ისევ საფრანგეთის ნაწილი გახდა და, შესაბამისად, უნივერსიტეტიც ისევ ფრანგული, ამასთან ყველა გერმანელი, რომელიც ალზასში დასახლდა [[1871]] წლის შემდეგ დასახლდა, იძულებული გახდა გადასახლებულიყო.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, საფრანგეთის ოკუპაციისას, სტასბურგის უნივერსიტეტის პერსონალი და ნივთები კლერმონ-ფერანში გადაიტანეს. მის ადგილას კი მცირე ხნით გერმანული ''რაიხსუნივერსიტატ შტრასბურგი'' არსებობდა.