არღუნ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[აბაღა-ხანი]]ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი შვილი [[აჰმედ თოგუდანი]], მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ არღუნ-ხანმა მონღოლი წარჩინებულების მხარდაჭერით დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა საკუთარი ბიძა. დაიწყო რეპრესიები. აბაღა-ხანის მთავარი ვეზირი [[შამს ად-დინ ჯუვეინი]] დახვრიტა [[1284]] წლის 16 ოქტომბერს. მის მაგივრად დანიშნა ემირი ბუღა ჯალაირი, რომლის ხელშიც კონცეტრირებული აღმოჩნდა მთელი ხელისუფლება. იგი გახდა ვეზირი, ხოლო თანამდებობების უმეტესობა მიიღეს მისმა ბიძაშვილებმა და მომხრეებმა.
 
ამავე დროს ბუკასბუღას ჰყავდა ბევრი მტერი, რომლებმაც შეარყიეს მისი ავტორიტეტი. ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით დაიწყო არღუნის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მაგრამ უღალატეს თავისმა მომხრეებმა და სიკვდილით დასაჯეს [[1289]] წელს. ამის შემდეგ არღუნი აღარ ენდობოდა მუსლიმ ჩინოვნიკებს და გადაწყვიტა ისინი ჩაენაცვლებინა ებრაელებით[[ებრაელები]]თ და ქრისტიანებით[[ქრისტიანები]]თ. ბუკასბუღას სიკვდილით დასჯის შემდეგ ვაზირად დანიშნა ებრაელი ვაჭარი [[სა’დ ად-დავლა]], რომელიც ცდილობდა სამართლებრივი ურთიერთობები მოეწესრიგებინა ქვეყანაში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==