არღუნ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არღუნ-ხანი''' ({{lang-mn|Аргун}}; დ. [[1258]], [[ბაილაკანი]] — გ. [[10 მარტი]], [[1291]], ბაგჩე, [[არანი]]) — [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო]]ს მეოთხე ილხანი ([[1284]]-[[1291]] წწ.). [[ჰულაგუ-ხანი|ჰულაგუს]] შვილიშვილი, [[აბაღა-ხანი]]ს უფროსი შვილი.
 
[[აბაღა-ხანი]]ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი შვილი [[აჰმედ თოგუდანი]], მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ არღუნ-ხანმა მონღოლი წარჩინებულების მხარდაჭერით დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა საკუთარი ბიძა. დაიწყო რეპრესიები. აბაღა-ხანის მთავარი ვეზირი [[შამს ად-დინ ჯუვეინი]] დახვრიტა [[1284]] წლის 16 ოქტომბერს. მის მაგივრად დანიშნა ემირი ბუღა ჯალაირი, რომლის ხელშიც კონცეტრირებული აღმოჩნდა მთელი ხელისუფლება. იგი გახდა ვეზირი, ხოლო თანამდებობების უმეტესობა მიიღეს მისმა ბიძაშვილებმა და მომხრეებმა.
 
ამავე დროს ბუკას ჰყავდა ბევრი მტერი, რომლებმაც შეარყიეს მისი ავტორიტეტი. ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით დაიწყო არღუნის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მაგრამ უღალატეს თავისმა მომხრეებმა და სიკვდილით დასაჯეს [[1289]] წელს. ამის შემდეგ არღუნი აღარ ენდობოდა მუსლიმ ჩინოვნიკებს და გადაწყვიტა ისინი ჩაენაცვლებინა ებრაელებით და ქრისტიანებით. ბუკას სიკვდილით დასჯის შემდეგ ვაზირად დანიშნა ებრაელი ვაჭარი [[სა’დ ად-დავლა]], რომელიც ცდილობდა სამართლებრივი ურთიერთობები მოეწესრიგებინა ქვეყანაში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[დემეტრე II თავდადებული]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commonscat|Arghun}}
* {{cite web
| author = პ. ჯექსონი
| authorlink = პიტერ ჯექსონი (ისტორიკოსი)
| url = http://www.iranica.com/articles/argun-khan-fourth-il-khan-of-iran-r683-90-1284-91
| title = Arḡūn khan.
| work = [[ენციკლპედია ირანიკა]]
| accessdate = 2010-08-17
| lang = en
| archiveurl = http://www.webcitation.org/66EhFT0SK
| archivedate = 2012-03-17
}}
* {{cite web
| url = http://mehmeteti.150m.com/ilkhanids/arghun.htm
| title = Arghun
| author = Mehmet Eti.
| work = Anatolian Coins
| accessdate = 13-04-2010
| language = en
| description = Монеты Аргуна
| archiveurl = http://www.webcitation.org/66EhGFwVS
| archivedate = 2012-03-17
}}
[[კატეგორია:ჰულაგუიანები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1258]]