მესანის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
 
==ბრძოლის მიმდინარეობა==
სიცილიაში გაგზავნილ იქნა არმია კონსულ [[აპიუს კლავდიუს კაუდექსი]]ს მეთაურობით. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელები [[მესინის სრუტე]]ს აკონტროლებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ აღეკვეთათ რომაელთა მცდელობები მისი გადაკვეთისა, კონსულმა მაინც შეძლო ღამის საფარქვეშ სიცილიაზე გადასვლა მოკავშირე იტალიური ქალაქების ფლოტის გამოყენებით. მამერტინელებს ამასობაში უკვე განედევნათ კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა გარნიზონის მეთაური [[ჰანონი]] ქალაქის დაკარგვისთვის ჯვარს აცვეს.<ref>პოლიბიოსი - ისტორია, 1:11</ref> სხვა წყაროების მიხედვით, რომაელი სამხედროები, რომელთაც პირველად გადაკვეთეს სრუტე იყვნენ ძირითადი არმიის წინ გამოგზავნილი რაზმი ტრიბუნი გაიუს კლავდიუსის მეთაურობით. სწორედ ისინი დაეხმარნენ მამერტინელებს ქალაქიდან ჰანოს განდევნაში.<ref name="Zonaras">[[იოანე ზონარა]] - [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/11*.html შემოკლებული ისტორია]</ref>
 
კართაგენის ფლოტი სიცილიის ჩრდილოეთ კიდესთან განლაგდა, ხოლო არმიამ ქალაქის ალყა დაიწყო. სიცილიაში რომაელთა ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლაში კართაგენის დახმარება სირიკუზამაც გადაწყვიტა. ჰიერონმა თავისი არმია კართაგენულ არმიასთან ახლოს დააბანაკა.{{ფაქტი}}
 
პირველად შეტევაზე რომაული არმია გადავიდა. კლავდიუსმა ჯერ სირაკუზელებს შეუტია და ჰიერონი აიძულა, რომ არმიასთან ერთად სირაკუზაში გაბრუნებულიყო.<ref>[[ლუციუს ანეუს ფლორუსი|ფლორუსი]], XVIII, 2</ref> [[ზონარა]]ს და [[დიონი]]ს გადმოცემით, ამ ბრძოლაში რომაული მხედრობა დამარცხდა, თუმცა ლეგიონერმა ქვეითებმა გაიმარჯვეს. მეორე დღეს, გამთენიისას, სირაკუზელების ბედი გაიზიარეს კართაგენელებმაც. ბრძოლას უფრო დეტალურად კვლავ ზონარა აღწერს. მისი თქმით, კართაგენელთა ბანაკს ცალი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან - ჭაობი, შუალედში კი კედელი იყო აშენებული. რომაელთა თავდაპირველი შეტევა წარუმატებლად დამთავრდა და მათ უკან დახევა მოუწიათ. კართაგენელები მტერს დაედევნენ, თუმცა რომაელები შემობრუნდნენ და შეებრძოლნენ. ბრძოლაში კართაგენელები დამარცხდნენ და კლავდიუსის მესინადან წასვლამდე ბანაკიდან გასვლას ვეღარ ბედავდნენ.<ref name="Zonaras"></ref>
 
უკანასკნელმა ვერსიამ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მესინის ალყა [[ძვ. წ. 263]] წლამდე გრძელდებოდა და ქალაქი შემდეგი წლის კონსულმა [[მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი|მანიუს ვალერიუს მაქსიმუსმა]] გაათავისუფლა. სავარაუდოდ მისი მეტსახელი მესალაც ამ წარმატებასთანაა დაკავშირებული. {{ფაქტი}}
 
მესინასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე ზოგიერთი ისტორიკოსის მონათხრობი რადიკალურად განსხვავებულია. [[პაულუს ოროზიუსი]] წერენ, რომ კლავდიუსმა იმდენად მალე წარმოაჩინა თავისი უპირატესობა, რომ ჰიერონი შეშინდა და თავი ბრძოლამდე დამარცხებულად სცნო. [[დიოდორე სიცილიელი]]ს ვერსიით, სირაკუზელებმა ჩათვალეს, რომ კართაგენელებმა მათ უღალატეს და რომაელებს სრუტის გადმოლახვის ნება დართეს. ამიტომ ჰიერონი თავისი არმიით უბრძოლველად დაბრუნდა სირაკუზაში. რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კართაგენელებს მოუწიათ, რომლებიც დამარცხდნენ.<ref>დიოდორე სიცილიელი, XXIII წიგნი, 3</ref>
 
== შემდგომი მოვლენები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესანის_ბრძოლა“-დან