ბიოპოლიმერები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
==პირველადი სტრუქტურები==
ბიოპოლიმერების მონომერული რგოლების შედგენილობა და თანამიმდევრობა განსაზღვრავს მათ ე. წ. პირველად სტრუქტურას. ყველა [[ნუკლეინმჟავა]] ხაზოვანი [[ჰეტეროპოლიმერი]]ა, [[საქაროფოსფატი|საქაროფოსფატური]] ჯაჭვებით რომელთა რგოლებთანაც მიერთებულია გვერდითი ჯგუფები — [[აზოტოვანი ფუძეები]]: [[ადენინი]] და [[თიმინი]], [[გუანინი]] და [[ციტოზინი]]; ზოგ შემთხვევაში გვერდითი ჯგუფები შეიძლება სხვა აზოტოვანი ფუძეები იყოს. ცილებიც ჰეტეროპოლიმერებია — მათი [[მოლეკულა|მოლეკულები]] დისულფიდური ხიდებით შეერთებული ერთი ან რამდენიმე [[პოლიპეპტიდი|პოლიპეპტიდური]] ჯაჭვისაგან შედგება. პოლიპეპტიდური ჯაჭვები შეიცავენ 20 ამინომჟავას ნაშთს, რომელთა ურთიერთდაკავშირების თანამიმდევრობა დადგენილია პოლიპეპტიდებში საფეხურებრივი ჰიდროლიზით. კონფორმაციას, ანუ ბიოპოლიმერების მოლეკულათა სივრცით ფორმას, განსაზღვრავს მათი პირველადი სტრუქტურა. ქიმიური სტრუქტურისა და გარეგანი პირობების გავლენით ბიოპოლიმერების მოლეკულები შეიძლება ერთ ან რამდენიმე უმთავრეს კონფორმაციაში იმყოფებოდეს, ან მეტ-ნაკლებად თანაბარსაალბათო კონფორმაცია მიიღოს.
 
სივრცითი სტრუქტურის მიხედვით ცილები შეიძლება იყოს ფიბრილური და გლობულარული. ცილა-ფერმენტებს, ცილა-გადამტანებს, იმუნურ და ზოგიერთ სხვა ცილას ძირითადად გლობულარული სტრუქტურა აქვთ. დეტალურად არის შესწავლილი [[ჰემოგლობინი]]ს, [[მიოგლობინი]]ს, ლიზოციმისა და სხვა ცილების სტრუქტურა. ყოველი ცილა-ფერმენტის სივრცითი სტრუქტურა უნიკალურია და უზრუნველყოფს ბიოპოლიმერების ყველა რგოლის ისეთ განლაგებას სივრცეში, როგორიც აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათის. [[ნატივური დნმ]]-ის სივრცითი სტრუქტურა ორი კომპლემენტარული ძაფით არის წარმოქმნილი და წარმოადგენს კრიკ-უოტსონის ორმაგ სპირალს, სადაც მოპირდაპირე აზოტოვანი ფუძეები [[წყალბადური ბმა|წყალბადური ბმებით]] წყვილ-წყვილად არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოპოლიმერები“-დან