მასაგეტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Asia 323bc.jpg|მინი|აზია ქრისტეშობამდე 323 წელს]]
'''მასაგეტები''' — ძვ. [[ბერძნები|ბერძენ]] ავტორთა მიხედვით მოსახლეობა იმიერკასპიისა და არალისპირეთს შორის. მასაგეტების ეთნიკური კუთვნილების შესახებ მეცნიერებაში ერთიანი აზრი არ არსებობობს. [[ჰეროდოტე]]ს ცნობით, მასაგეტები მომთაბარენი იყვნენ, იბრძოდნენ ქვეითად და ცხენებით, თაყვანს სცემდნენ მზეს, აღჭურვილი იყვნენ სპილენძისა და ოქოროს იარაღით. მათთან ბრძოლაში დაიღუპა აქამენიდთა სახელმწიფოს დამაარსებელი [[კიროსი]], რომელიც დაამარცხა მასაგეტების „დედოფალმა“ [[ტომირისი|ტომირისმა]]. [[სტრაბონი]] მასაგეტებს აკუთვნებს არალისპირეთის ბინადარ მცხოვრებთ, რომლებიც პრიმიტიულ ბინადარ ცხოვრებას ეწეოდნენ, აგრეთვე ზოგიერთ მიწათმოქმედ ტომს.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|479}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.iranchamber.com/history/herodotus/herodotus_history_book1.php Herodotus Histories]
*[http://www.gmu.edu/departments/fld/CLASSICS/ammianus.html Ammianus Marcellinus]
 
[[კატეგორია:სპარსეთის ხალხები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მასაგეტები“-დან