მესანის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბრძოლის მიმდინარეობა: დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 21:
{{პუნიკური ომები}}
{{პპო ბრძოლები}}
'''მესინის ბრძოლა''' - [[პირველი პუნიკური ომი]]ს პირველი ბრძოლა [[სიცილია|სიცილიის]] ქალაქ [[მესინა|მესინი]]სთვის.
==წინაისტორია==
[[სირაკუზა|სირაკუზის]] ტირანის, [[აგათოკლე]]ს გარდაცვალების შემდეგ, მის სამსახურში მყოფი კამპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ [[იტალია]]ში, თუმცა ამის ნაცვლად, მათ თვალი დაადგეს სიცილიურ ქალაქ [[მესინა]]ს. კამპანიელებმა, რომლებიც მესინელებმა ქალაქში შეუშვეს, იქაურები დახოცეს და ქალაქს დაეპატრონნენ. იგივე ბედი ეწია [[მესინის სრუტე|მესინის სრუტის]] აღმოსავლეთით მდებარე იტალიურ ქალაქ [[რეგიუმი|რეგიუმს]]. რეგიუმის მოსახლეობამ, რომელთაც იტალიაში შემოჭრილი ეპიროსელი [[პიროსი ეპიროსელი|პიროსის]] ეშენოდათ, დაცვა და დახმარება [[რომის რესპუბლიკა|რომს]] სთხოვა. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი [[დეციუს იუბელიუს კამპანუსი]]ს მეთაურობით. გარნიზონი, რომელიც ასევე კამპანიელებისგან შედგებოდა, თავიანთი მესინელი თანამემამულეების მიბაძვითა და დახმარებით ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიუმის მოსახლეობა დაარბია. ძვ. წ. 271 წელს<ref>გოლდსვორთი, გვ.66</ref> აჯანყების ჩასახშობად რომაელებმა ჯარი გააგზავნეს. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ, ისინი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.<ref>პოლიბიოსი - ისტორია, 1:7</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესანის_ბრძოლა“-დან