მიშელ ნეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
მიშელ ნეი (დაბ. მიხაელ ნაი, [[გერმ.]]: Michael Ney) დაიბადა ღარიბი ნალების მჭედლის ოჯახში, ქალაქ [[ზაარლუი|ზაარლუიში]], ბიერშტრასე 13-ში, რომელიც იმ დროს საფრანგეთის მიერ იყო დაპყრობილი. [[1788]] წელს იგი საფრანგეთის არმიის ჰუსარების პოლკში ჩაეწერა და რევოლუციის დროს უნტეროფიცერი იყო. [[1796]] წელს იგი უკვე ბრიგადის [[გენერალი]], [[1799]] წელს კი დივიზიის გენერალი იყო. [[1804]] წელს [[ბონაპარტი, ნაპოლეონ|ნაპოლეონმა]] მას საფრანგეთის მარშალის წოდება მიანიჭა, ხოლო [[1808]] წელს ელხინგენის ჰერცოგის და [[1812]] წელს მოსკოვის თავადის ტიტულები.
 
[[1814]] წელს ნეი [[ნაპოლეონის საიმპერატორო გვარდია|საიმპერატორო გვარდიის]] სარდლად დაინიშნა. ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ იგი [[ბურბონი (დინასტია)|ბურბონების]] სამსახურში ჩადგა, მაგრამ ბონაპარტის [[ელბა|ელბადან]] დაბრუნების და 100 დღიანი მმართველობის დროს ისევ ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა. [[ვატერლოოს ბრძოლა|ვატერლოოსთან ბრძოლაში]] იგი შეშლილივით იბრძოდა (ნეის 5 ცხენი გამოუკლესმოუკლეს და ბოლოს ქვეითად მიდიოდა შეტევაზე) და ცდილობდა მოახლოებული დამარაცხებადამარცხება როგორმე თავიდან აეცილებინა. ნაპოლეონის ხელმეორედ ტახტიდან გადადგომის შემდეგ მან უარი განაცხადა საფრანგეთის დატოვებაზე და [[1815]] წლის [[3 აგვისტო|3 აგვისტოს]] დაპატიმრებულ იქნა. მიშელ ნეის ბურბონებმა ბრალი სამშობლოს ღალატში დასდეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. [[1815]] წლის [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]] იგი [[ლუქსემბურგის ბაღი|ლუქსემბურგის ბაღში]] დახვრიტეს. ცეცხლის ბრძანება მან თვითონ გასცა.
 
ნეიმ, როგორც მთავარსარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი [[1812]] წელს [[ნაპოლეონის რუსეთზე ლაშქრობა|ნაპოლეონის რუსეთზე ლაშქრობის]] დროს, როცა იგი საფრანგეთის არმიის არიერგარდს ხელმძღვანელობდა და ბრწყინვალედ იცავდა „დიდი არმიის“ უკანდახევას. ნეის მამაცობაზე უამრავი ლეგენდაა შემორჩენილი, ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ ის ერთადერთი გადაურჩა კაზაკების არიერგარდზე თავდასხმას და სრულიად გაყინულმა და ძალაგამოცლილმა თავი [[პრუსია|პრუსიულ]] გუმბინოში განლაგებულ ბანაკში ოფიცერთა სასადილოს შეაფარა. ოფიცრებმა ნეი ვერ იცნეს და სასადილოდან გამოგდება დაუპირეს, რაზეც მან უპასუხა: „ბრავო ბატონებო, ნუთუ ვერა მცნობთ? მე ვარ დიდი არმიის არიერგარდი - მე ვარ მიშელ ნეი“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიშელ_ნეი“-დან