კირილე ბაგრატიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
==ისტორია==
კირილე ბაგრატიონი დაიბადა [[1750]] წელს. იგი მამის კვალს გაჰყვა და 17 წლის ასაკში, [[1767]] წელს, ფსკოვის კარაბინერთა პოლკში შევიდა ვახმისტრად. ამ პოლკთან ერთად, იგი მონაწილეობდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-თურქეთის 1768-1774]] წლების ომში. [[1771]] წელს ადიუტანტობა მიიღო და თურქი ტყვეები გადაიყვანა პერეკოპიდან კოზლოვში. მალე იგი კვლავ საომარ მოქმედებაში ჩაება და მონაწილეობა მიიღო ყარსთან ბრძოლებსა და ბაზარჯიკის აღებაში,<ref>Справочный энциклопедический словарь, изд. K. Крайя, ტომი II, СПБ 1849, გვ.79.</ref> [[1774]] წელს განსაკუთრებულ რაზმთან ერთად იცავდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზას სამხედრო შენაერთების ადგილსამყოფელ შუმლსა და არმიის ძირითადი ძალების ადგილსამყოფელ სილისტრს შორის. საომარ მოქმედებაში თავდადებული და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გამოეცხადა. ომის დამთავრებისთანავე კაპიტნის ჩინი ებოძა.<ref>Русский биографический словарь, ტომი II, СПБ, 1900, გვ.393.</ref> [[1776]]-[[1777]] წლებში ყირიმში იყო სამხედრო ნაწილთან ერთად და მონაწილეობას იღებდა აჯანყებული თათრების დამშვიდებაში. ყირიმში თავისი ერთგული და ზომიერი მოქმედებებით ადგილობრივი ხალხის პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა, რითაც მეფის მთავრობის წარმომადგენლები კმაყოფილნი დარჩნენ. ამიტომ იყო, რომ ყირიმის თათრების დამშვიდების შემდეგ, მურზების თხოვნით, იგი იმპერატრიცა [[ეკატერინე II|ეკატერინე მეორის]] კარზე გაგზავნეს, როგორც დამორჩილებულ თათართა სანდო წარმომადგენელი. [[1786]] წელს კირილე ბაგრატიონი უკვე პოდ-პოლკოვნიკი იყო. ამ ჩინით შეხვდა იგი 1789 წელს კვლავ დაწყებულ [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1787-1791)|რუსეთ-თურქეთის საომარ მოქმედებას]]. იგი მონაწილეობდა ადიოჟიბენის ციხე-სიმაგრისა და ქალაქ ბენდერის აღებაში. 1792 წელს, [[პოლონეთი|პოლონეთში]] რუსეთის ჯარის შესვლამდე, იგი გენერალ დერფელდენის მოწინავე რაზმს ხელმძღვანელობდა. 1793 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. მომდევნო წელს გადაიყვანეს ჩუგუევის კაზაკთა რეგულარულ პოლკში და ამ პოლკთან ერთად მონაწილეობდა [[ირანი]]ს წინააღმდეგ ლაშქრობაში. როგორც ჩანს, აქ, მან თავისი ერთგული და გაბედული მოქმედებით ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო. მალე [[1797]] წელს გენერალ-მაიორობა მიიღო და მარიუპოლის პოლკის უფროსად დაინიშნა.