მარტინ ლუთერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 22:
[[1509]] წელს, მარტში ლუთერმა მიიღო ,,ბიბლიის ბაკალავრის” წოდება, ხოლო ერფურტში დაბრუნებისას მას მიენიჭა ,,სენტენციარიის” ტიტული.
 
[[იოჰან ფონ შტაუფიცი|იოჰან ფონ შტაუფიცმა]] დიდი როლი შეასრულა მარტინ ლუთერის ცხოვრებაში. ის იყო მისი მასწავლებელი და დამცველი, მან დიდი როლი შეასრულა გერმანელი ავგუსტინელების გაერთიანებაში. მარტინ ლუთერი იყო იმ ორ ბერს შორის ერთ-ერთი, რომელიც რომში გააგზავნეს, რათა მათ ეცნობებინათ ოპოზიციური შეხედულებანი. ეს იყო ლუთერის ცხოვრებაში ყველაზე გრძელი მოგზაურობა და როგორც ღრმა კათოლიკე, ის იყო შეურაწყოფილიშეურაცხყოფილი რომის სულიერების სიმსუბუქით, მარტინის მისია კრახით დამთავრდა და ამის შემდეგ იგი გახდა ლოიალური მომხრე შტაუფიცის იდეოლოგიისა.
 
ლუთერმა მიიღო დოქტორის წოდება [[1512]] წლის [[19 ოქტომბერი|19 ოქტომბერს]], ეს ხარისხი კიდევ უფრო ცვლიდა მის სტატუსს საზოგადოებაში, ის ხელმძღვანელობდა ბიბლიის თეოლოგიის კათედრას, სწორედ ეს იქნა მისი ცხოვრების მთავარ საქმედ. ის ასწავლიდა სტუდენტებს და ამას თვლიდა თავის მთავა მიზნად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარტინ_ლუთერი“-დან