ევგენ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 176.221.171.150 ცვლილებების გაუქმება (№2478916)
ხაზი 50:
[[1922]] წლის სექტემბრიდან [[1924]] წლის [[29 აგვისტო|29 აგვისტოს]] ჩათვლით გენო ღვალაძე იყო საქართველოს არალეგალური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი]]) რწმუნებული [[კახეთი|კახეთის]] მხარეში და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ [[ჩოლოყაშვილი, ქაქუცა|ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის]] „შეფიცულთა რაზმთან“. იგი აქტიურად მონაწილეობდა [[1924]] წლის აგვისტოს საყოველთაო-სახალხო ამბოხების მომზადებაში. აღნიშნული ამბოხების სისხლში ჩახშობისთანავე მთელ საქართველოში დაიწყო მის მონაწილეთა დაპატიმრებები. იმავე წლის 5 სექტემბერს "ჩეკა"-მ დააპატიმრა ევგენ ღვალაძეც. იგი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა [[1925]] წლის მარტამდე, როდესაც ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ჯგუფმა ([[რობაქიძე, გრიგოლ|გრიგოლ რობაქიძე]], [[ნუცუბიძე, შალვა|შალვა ნუცუბიძე]] და სხვანი) მოითხოვა პატიმრობიდან [[გამსახურდია, კონსტანტინე|კონსტანტინე გამსახურდიას]], ევგენ ღვალაძის და სხვათა გათავისუფლება.
 
[[1924]] წელს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეთა თაოსნობით [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] შეიქმნა ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია: ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“. [[1925]] წლიდან "თეთრი გიორგი"-ს ლიდერები იყვნენ გენერალი [[ლეო კერესელიძე]] და პროფესორი [[მიხეილ წერეთელი]]. [[1926]] წლიდან [[1937]] წლის 9 აგვისტომდე (მის ხელახალ დაპატიმრებამდე) ევგენ ღვალაძე იყო ამ ორგანიზაციის წევრი და საქართველოში მისი პირველი კონსპირაციული ჯგუფის ხელმძღვანელი.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, [[1926]]-[[1932]] წლებში იგი იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი და ეწეოდა ნაყოფიერ საადვოკატო მოღვაწეობას. [[1932]] წელს პროტესტის ნიშნად დატოვა ადვოკატთა კოლეგია და თავი დაანება ამ დარგში მოღვაწეობას. [[1932]]-[[1935]] წლებში იგი იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სამშენებლო სამმართველოს („ზაკჟელდორსტროი“) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე.
ხაზი 58:
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ევგენ ღვალაძე იყო ეროვნული ხასიათის 70-მდე ნარკვევის, პუბლიცისტური წერილის და 30–ზე მეტი ლექსის ავტორი. ეს წერილები და ლექსები ქვეყნდებოდა [[1916]]-[[1926]] წლების ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე საყურადღებო წერილი ფსევდონიმებით („გ.“, „გენო“ და სხვ.) გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში. იყო საქართველოს აკადემიურ მწერალთა ასოციაციის წევრი. მას ეკუთვნოდა რომანი "დიმიტრია ბლაჟა ანუ "რომანი ნაგლეჯებში", რომლის ხელნაწერის კონფისკაცია მოახდინა საქართველოს სსრ "შინსახკომმა" 1937 წელს (ამჟამად თხზულება დაკარგულია).
 
[[1937]] წლის [[9 აგვისტო|9 აგვისტოს]] იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს "შინსახკომის" ე.წ. "შინსახკომის" დიდმა სამეულმა" მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
 
===სიკდვილის შემდგომ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენ_ღვალაძე“-დან