ბჰუტანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 61:
მიუხედავად იმისა, რომ არსებობეს მოსაზრება, თითქოს ბჰუტანის ტერიტორია [[2000]] წლის წინაც იყო დასახლებული, ამის დოკუმენტური ან ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს. ქვეყნის ისტორია ეპიზოდურადაა ცნობილი, რისი მიზეზიც ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქში [[პუნაქა]]ში ხანძრის შედეგად განადგურებული [[ბიბლიოთეკა]]ა. ამდენად, ქვეყნის ისტორია ნახევრად [[ლეგენდა|ლეგენდების]] დონეზა ცნობილი. [[ბუდიზმი|ბუდიზმმა]] ქვეყანაში, როგორც მიიჩნევენ, ჯერ კიდევ [[II საუკუნე]]ში შეაღწია. [[მეფე]]მ, [[ტიბეტა სონგცე ტამპო]]მ, ლეგენდის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე ააშენა ორი [[ტაძარი]] ([[კაიჩუ ლაკხანგი]] [[პარო]]ში და [[ჯამბეი ლაკხანგი]] [[ბუმტანგი|ბუმტანგში]]), რომლებიც დღემდე არსებობენ და [[რელიგია|რელიგიური]] რიტუალების აღსრულების უმნიშვნელოვანესი ადგილებია. ბჰუტანის ბუდიზმი, [[დრუკპა კაგიუ]], სათავეს იღებს [[ცანგპა გიარე ეშე დორჟი]]საგან, რომელმაც [[ტიბეტი|ტიბეტში]], ქალაქ [[რალუნგი|რალუნგში]], დააარსა მონასტერი დრუკი (დრაკონი). ტიბეტელი [[მღვდელი]] და [[მხატვარი]] ნგავანგ ნიამგალი ([[შაბდრუნგი]]) (1594—1651) 1616 წელს ხდება მეფე, მან შეძლო ბჰუტანის გაერთიანება, და დაიწყო აქტიური სამუშაოები დძონგოების ციხესიმაგრეების გასამაგრებლად. შაბდრუნგის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა [[სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომმა]] მოიცვა, რომელიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ორი დუარი (კარი). ასამიის კარი და ბენგალის კარი-ტერიტორიები, რომლებიც პირდაპირ გასასვლელს იძლეოდნენ მთებიდან მდინარე [[ბრახმაპუტრა]]ზე.
 
ბჰუტანის ხელახალი გაერთიანება შეძლო მეფე [[იუგენუგენ ვანგჩუკი|იუგენუგენ ვანგჩუკმა]]. პირველი მეფე, რომელმაც [[1907]] წელს ჩამოაყალიბა ახალი დინასტია. [[1920]] წელს პირველმა მეფემ ხელშეკრულება გააფორმა [[ინგლისი|ინგლისთან]] და ამით მისი მოკავშირე გახდა. სამაგიეროდ კი მიიღო დაპირება, რომ ინგლისი მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბჰუტანის იზოლაცია. მან შეძლო თავიდან აეცილებინა მსიფლიო ომებში მონაწილეობა.
 
[[ფაილი:Taktshang.jpg|250პქ|მინი|მარცხნივ|ტაკშანგის მონასტერი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბჰუტანი“-დან