Т-54/55: განსხვავება გადახედვებს შორის

7 724 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
 
==ისრაელ არაბების ომები==
 
ისრაელთან ომისას არაბული მხარე Т-54/55-ს [[ექვს დღიანი ომი|ექვს დღიანს ომშიც]] იყენებდა თუმცა პირველივე დღეებში ჰაერის დაკარგვამ ომზე დიდი ზეგავლენა იქონია და ტანკების უმრავლესობა ჰაერიდან განადგურდა.
 
ექვს დღიან ომში დამარცხების შემდეგ ეგვიპტის არმია დიდი რაოდნეობით შეივსო 1260 ტანკი,მათ შორის 450 [[Т-62]]-ით ხოლო დანარჩენი კი Т-54/55-ით,გარდა ამისა გადაეცა იმ დროისთვის უახლესი ბმპ-1.
 
ეგვიპტის არმიის სატანკო პარკი 2000 მდე ტანკს და საარტილერიო დანადგარს ითვლიდა,უმეტესობა კი საბჭოთა Т-54/55 და [[Т-62]] იყო.
თუმცა საბჭოთა ტანკები ისრაელის მხარესაც იყვნენ,არაბებისგან განსხვავებით ისრაელმა ტანკებს მოდერნიზაცია ჩაუტარა, 100მმიანი ქვემეხის ნაცვლად დასავლური 105მმიანი დაუყენდა,ახალ ტანკებს სახელად Tiran 4 და 5 მიენიჭა,იმ დროისთვის ისრაელის არმიაში შედიოდა : 1000+ [[Centurion]],500+ [[M-60]]/[[M-48]],350 [[Sherman]] M50/M-51,154 T-54/55 და მცირე რაოდენობით [[Amx-13]] და [[PT-76]].
 
[[იომ ქიფურის ომი]]-ს განმავლობაში ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა გოლანის მაღლობებზე მოხდა.სირიის სარდლობა აქცენტს ტანკების რაოდენობაზე აკეთებდა მაგრამ გოლანის მაღლობი ვულკანური წარმოშობის პლატო იყო,მასზე იყო გაცივებული ლავის პლასტებით კლდეების ნამსხვრევები და ერთი შეხედვიდ გაუვალ გარემოს ქმნიდა.სიმააღლეები ისრაელს ჰქონდა დაკავებული,ტანკ საშიშ ადგილებზე განიერი თხრილები და ნაღმდები იყო.გოლანის მაღლობზე პოზიციების დაცვა 105 ტანკი ანხორციელებდა,მათ შორის 77 შერმანი იყო თუმცა ომის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე მაღლობებზე ელიტური სატანკო ნაწილი თავისი 105 ტანკი დაემატა.
შეტევა სამი მიმართულებით დაიწყო,ელ კუნტრეიტას სამხრეთითა და ჩრდილოეთით,ტანკებს წინ საინჟინრო მანქანები მიიწევდნენ.Т-54/55-ებს დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ,ამიტომაც შეტევა ფლაგებიდან განვითარდა.დიდი დანაკარგის მიუხედავად სირიის ძალებმა თავდაცვითი ხაზის ჩრდილო მონაკვეთის გარღვევა შეძლეს 5-6 და ზოგირთ ადგილას 18-20 კილომეტრით.ბრძოლები ღამითაც მიმდინარეობდა,სირიელს ეს ეადვილებოდათ რადგან საბჭოთა ტანკებს ღამის ხედვა ეყენა თუმცა მათი ცუდი მომზადების გამო მოწინააღმდეგის ტანკებს ქვეითები [[Rpg-7]] ბით უფრო ეფექტურად ებრძოდნენ,ამ დროს ებრაული ტანკები მანათობელი ჭურვების ხარჯზე ისროდნენ.7-ში დილას ებრაელბმა დაიხმარეს 200 ტანკი რის შემდეგადაც შეტევა შეაჩერეს თუმცა დროებით რადგან სირიელებმა დამატებით 460 Т-55 და [[Т-62]] გაგზავნეს და ახალი შეტევა წამოიწყეს,სატანკო ბრძოლები გრძელდებოდა,ებრაელები პატარა ჯგუფებად იყოფოდნენ და ესე ბევრად დიდ ზიანს აყენებდნენ,გარდა ამისა ებრაელებმა შეტევაში ავიაციაც ჩართეს.ებრაელები სისტემატიურად აწვდიდნენ ტანკებს მაშინ როცა სირიელებს საერთო აღარ ყავდათ დამატებითი ძალები.6-7 ოქტომბერს სირიელთა დანაკარგი 600-650 ტანკი იყო.8 ოქტომბერს ისრაელი კონტრშეტევაზე გადავიდა და სირია უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა ამიტომაც მათ მეზობელი არაბული ქვეყნები დაეხმარნენ,2 დღეში ებრაელებმა დაიბრუნეს დაკარგული ტერიტორიები და 10-20 კილომეტრით შეჭრაც კი მოახერხა.
 
12 ოქტომბერს ერაყის 310 Т-54 მიეშველა სერიულ ძალებს,ისინი ცენტურიონების და შერმანების პირისპირ აღმოჩდნენ და 80მდე Т-54 დაკარგეს,ისრაელის არმია დამასკოდან 30 კილომეტრში იყო როდესაც ომი დამთავრდა.ომში არაბულმა მხარემ 1775 ჯავშნატექნიკა დაკარგა ხოლო ისრაელმა 819 საიდანა 500 ტანკი იყო.
 
==ავღანეთის ომი==
573

რედაქტირება