Т-54/55: განსხვავება გადახედვებს შორის

6 742 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
T-54A-ის ბაზაზე შეიქმნა T-54B ვერსია,ახალ მოდიფიკაციას 100მმიანი D-10T2S ტიპის ქვემეხი ეყენა,ასევე დაუყენდა ციკლონის ტიპის ცეცხლის მართვის სისტემა.წარმოების ბოლო 2 თვეში ტანკებს დაუმონტაჯეს ლუნას ტიპის ინფრაწითელი განათება და TPN-1-22-11 ტიპის სამიზნე.
== T-55 ==
[[ფაილი:Amna Sur 06.JPG|thumb|250px|ერაყული T-55 ]]
გამოცდებმა ცხადყო რომ T-54-ს მხოლოდ შეეძლო გაეძლო 15 კილოტონა ატომურ ბომბს 300 მეტრიდან შორს ხოლო ეკიპაჟს კი 700მ დან დაშორებით,ამიტომაც გადაწყდა დაყენებულიყო ნბს თავდაცვა რაც ყველანირი ქიმიური,ბოილოგიურ და რადიაცულ ჰაერისგან იცავს.სპეციალური თავდაცვა 0.3 წამის შემდეგ იწყებს მუშაობს მას შემდეგ რაც ის დააფიქსირებს რადიაციულ ფონს.
 
საბაზისო ვერსიის შექმნის შემდეგ ნათელი იყო რომ ახალი სისტემა ტანკს მხოლოდ ატომური აფეთქებისას და რადიაციისგან იცავდა,თუმცა მას არ შეეძლო ეკიპაჟი დაეცვა დასხივებისგან,ტექნოლოგია ვითარდებოდა და ტანკის გაძლიერებასაც იწყებდნენ.ახალმა ვერსიამ T-54M-ის სახელწოდება მიიღო,ახალ ვერსიას 12 ცილინდრიანი V-55 ტიპის ძრავა ეყენა რომელიც 580 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა,ეს ძალიან ბევრი იყო ამ ტანკისთვის,ძლიერი ძრავის მიზეზი საწვავის დიდი რაოდენობის მიღებით იყო გამოწვეული.ინჟინრებმა დააყენეს სპეციალური სათბობი ძრავის ნაწილში და ასევე დიზელ საწვავის საფილტრი მოწყობილობა,ძრავა პნევმატურად ირთვებოდა AK-150S ჩამრთველის წყალობით.გაიზარდა საწვავის მარაგი 630 ლიტრამდე რასაც მოჰყვა მოქმედების რადიუსის გაზრდა.
 
ახალი T-55 უკვე ყველა კომპონენტში ჯობდა [[IS-2]] ტიპის მძიმე ტანკს,მათ შორის სწრაფ სროლაში,მანევრირებაში და ა.შ.თუმცა ჯავშანში მაინც ვერ ჯობდა მძიმე ტანკებს,იმის გამო რომ T-55 ბევრად უფრო მისაღები იყო საბჭოთა არმიისთვის მძიმე ტანკების წარმოება ძალიან შემცირდა ხოლო კლასიფიკაცია მძიმე ტანკი და საშუალო ტანკი ჩანაცვლდა ძირითადი საბრძოლო ტანკით.
[[ფაილი:Saft55.jpg|thumb|250px|სომალის კუთვნილი T-55 ]]
1950 წლისთვის ნატოს ჯარებმა შეიარაღებაში მიიღეს ამერიკული [[M-48 Patton]] და ბრიტანული [[ცენტურიონი (ტანკი)|ცენტურიონი]],ეს ტანკები არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ საბჭოთა ტანკებს თუმცა ვერც ჯობდნენ,კერძოთ ჯავშანი T-55-ს უფრო ძლიერი ჰქონდა და ასევე უფრო მსხვილ კალიბრიან ქვემეხს იყენებდა.
1945 წელს ნაალაფარი გერმანული ჯავშანტექნიკა გადაიყვანეს აბერდინის პოლიგონზე შესასწავლად.გერმანული ტანკების წინააღმდეგ ისროდნენ M3 90მმიანი ქვემეხის T33 ჯავშანმხვრეტავ ჭურვებს,ჭურვმა 100მეტრიდან შეძლო 150მმიანი ჯავშნის გახვრეტა ხოლო T30E16 ტიპის ჭურვმა კი იგივე 100მეტრიდან 270მმიანი ჯავშნის გახვრეტა შეძლო.ეს 90მმიანი ქვემეხი დაყენებული იქნა თითქმის ყველა დასავლურ ტანკზე მათ შორის [[M-46]], [[M-47]], [[M-48]].
 
გამოცდებმა ცხადყო რომ ლოგიკურად T33 ტიპის ჭურვი საერთოდ ვერ გახვრიტავდა T-55-ს ნებისმიერი მანძილიდან ხოლო T30E16 კი მხოლოდ 700მეტრიდან თუ შეძლებდა,საბჭოთა კავშრში ყველაზე გავრცელებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი D-10 რომელიც 1000მეტრიდან შეეძლო 135მმიანი ჯავშნის გახვრეტა.
 
სწორედ ამ დიდმა სხვაობამ განაპირობა ამერიკელებს შეექმნათ [[M-60]] ტიპის ტანკი რომელსაც ახალი 105 მმიანი ქვემეხი ეყენებოდა,ამ ქვემეხს კი უკვე შეეძლო შორი მანძილიდან გაეხვრიტა T-55-ის ჯავშანი.
 
=== წარმოების ისტორია ===
 
573

რედაქტირება