Т-54/55: განსხვავება გადახედვებს შორის

2 540 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა მხრიდან შეიარაღებაში,მანევრირებაში და ჯავშანში ყველაზე დაბალანსირებული ტანკი [[T-34]] იყო,ეს ტანკი წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს მანქანას საბჭოთა კავშირისთვის,იგი ადვილად ასაგები და იაფი იყო ამიტომაც თითქმის ყველა ქარხანა ამ ტანკს აწარმოებდა.ამ მიზეზის გამო ომის პერიოდში რთული იყო შექმნილიყო ახალი ტანკი რომელიც სერიულად იწარმოებოდა.
 
1943 წელს მოროზოვის საკონსტრუქტორო ბიურომ შექმნა ახალი ტანკი რომელიც T-34M-ის მოდერნიზაციას წარმოადგენდა,ახალ ტანკს [[T-44]] ეწოდა.ამ ტანკს გაუმჯობესებული სავალი ნაწილი,ასევე ძრავა,ჯავშანი და შეიარაღება ჰქონდა. T-44-ის ბაზაზე დაიწყო მუშაობა მის გაუმჯობესებულ ვარიანტზე T-54-ზე მუშაობა 1944 წელს,პირველი საცდელი ვერსია 1945 წელს გამოვიდა,ახალი ტანკის შასი თითქმის იგივე იყო როგორიც T-44-ის,ძირითადი განსხვავება მისი ჯავშანი იყო,ასევე ახალი კოშკურა და მძღოლის ადგილი.
 
შეიარაღებაში 100მმიანი D-10TK ჰქონდა,ასევე ეყენა 2 7,62მმიანი ტყვიამფრქვევი,დაყენებული ჰქონდა 12 ცილინდირიანი V-54 ტიპის ძრავა რომელიც 530 ცხძლს გამოიმუშავებდა,გარდა ამისა გაიზარდა საწვავის ოდენობა 530 ლიტრამდე ხოლო მოქმედების რადიუსი კი 360 კმ გახდა, მაქსიმალური სიჩქარე კი შემცირდა.
 
=== T-54 ===
[[ფაილი:Tank T-54 in Verkhnyaya Pyshma.jpg|thumb|250px|left|ტანკის პირველი ვერსია T-54 1]]
T-54-ის წარმოება ნელი ტემპებით მიმდინარეობდა და სულ 1490 მსგავსი ტანკი აიწყო,ტანკის შემქნელების მთავარი აზრი იყო ის რომ ტანკი უნდა ყოფილიყო ყველა ტანკზე უკეთესი რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა,ძველი [[T-34]]-ის ქვემეხისგან განსხვავებით ახალი 100მმიანი ქვემეხი ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრე მისი წინამორბედის.
 
ტანკის სერიული წარმოება T-54-1 პროტოტიპის სახელით დაიწყო რომელიც მის მეორე პროტოტიპისგან განსხვავებით ახალ ტანკს გაძლიერებული ჯავშანი ჰქონდა ბორტებზე (80მმ),ქვემოდან (20მმ) და ზემოდან (30მმ),თუმცა წარმოება შეწყდა ხარისხის პრობლემის გამო.ტანკი გააუმჯობესეს და ახალ ვერსიას T-54-2 დაერქვა,ახალ ვერსიას ახალი კოშკურა დაუყენდა რომელზე ზეგავლენა მძიმე ტანკის კოშკურამ [[IS-3]]-მმა იმოქმედა,ასევე მოეხსნა 2 ტყვიამფრქვევი და გაიზარდა მუხლუხების ზომა ხოლო ტრანსმისიამ კი მოდერნიზაცია განიცდა.T-54-2 სერიულ წარმოებაში 1949 წელს ჩაეშვა ურალის ქარხანაში.მესამე ვერსია T-54-3 1951 წელს გამოვიდა,შეეცვალა კოშკურა და ასევე დაუყენეს ახალი პერისკოპი TSh-2-22 მსროლელისთვის.
 
=== T-55 ===
=== წარმოების ისტორია ===
 
'''საბჭოთა კავშირი'''
 
[[ფაილი:T-54-2 Morozov.jpg|thumb|210px|left|T-54 2]]
მისი პირველი მოდელი T-54 1 გამოვიდა 1946 წელს,მისი წარმოება მიდიოდა ძალიან ნელა სულ გამოშვებული იქნა 3 T-54 1 (1946 წელს).1948 წელს კი გამოვიდა 285 T-54 1 ურალის სატანკო ქარხანაში ნომერ 183-ში, რომელმაც მთლიანად ჩაანაცვლა [[T-44]] მალევე კი T-54 1 - ის გამოშვებაც შეწყვიტეს.
1950 წელს გამოვიდა მისი ახალი მოდიფიკაცია T-54 2 ურალის სატანკო ქარხანაში ნომერ 183-ში. სულ გამოშვებული იქნა 428 ტანკი 1951 წელს კი გამოუშვეს 800 ასეთი ტანკი და იწარმოებოდა 1952 წლამდე, ამის შემდეგ გამოვიდა T-54A რომელიც იწარმოებოდა 1955-1957 წლამდე.T-55B იწარმოებოდა 1957-59 წლებში,1962 წელს გამოვიდა T-54-ის სამეთაურო ვერიანტი რომელიც იწარმოებდა 1959 წლამდე.
573

რედაქტირება