ჰერეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
'''ჰერეთის სამთავრო''' - ფეოდალური ხანის პოლიტიკური ერთეული [[საქართველო]]ში, რომელიც VIII საუკუნის II ნახევარში გამოეყო [[ქართლის საერისმთავრო]]ს. ჰერეთის დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროს შექმნა განაპირობა ქართლის საერისმთავროს სოციალური-ეკონომიკური განვითარების მაღალმა დონემ და ფეოდალური ურთიერთობის შემდგომმა გაღრმავებამ. სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა VIII საუკუნის I ნახევარში არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ ქართლის საერისმთავროს შეუპოვარი ბრძოლის პირობებში. VIII საუკუნის 40-50-იან წლებში ქართლის ერისმთავრის [[არჩილ სტეფანოზის ძე|არჩილის]] შემწეობითა და ნებართვით ჰერეთში დამკვიდრდნენ [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენლები. ქართლის უკანასკნელი ერისმთავრების [[იოანე]]სა და [[ჯუანშერი (ერისთავი)|ჯუანშერის]] გარდაცვალების შემდეგ ამ ბაგრატიონებმა დაიპყრეს მთელი ჰერეთი შაკიხიდან (ე. ი. შაქიდან) გულგულამდე (დაახლოებით თელავამდე) და საფუძველი ჩაუყარეს ჰერეთის ფეოდალურ სამთავროს.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით, ეს მოხდა [[787]]. ახლადშექმნილი ჰერეთის სამთავროს ტერიტორია მოიცავდა [[გაღმამხარი (კახეთი)|გაღმამხარს]], [[საინგილო]]ს, [[შიგნიკახეთი|შიგნიკახეთს]], [[კამბეჩანი|კამბეჩანსა]] და [[შაქი|შაქს]]. ჰერეთის მთავარს ემორჩილებოდა აგრეთვე [[დაღესტანი|დაღესტნის]] მთიანეთის ნაწილი: [[ხუნძარი]] და [[დიდოეთი]]. პოლიტიკური-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქ. შაქი.