სვანეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
'''სვანეთის სამთავრო''' — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XVII საუკუნის II ნახევრიდან - 1858 წლამდე. სვანეთის სამთავრო მოიცავდა ზემო სვანეთის ([[მდინარე]] [[ენგური]]ს ხეობა) დასავლეთ ნაწილს ე. წ. [[ბალის ქედი]]დან (ლატალის დასავლეთით) ცხვიმზაგარამდე (ჯვარის აღმოსავლეთით), შედგებოდა [[ბეჩო (თემი)|ბეჩოს]], ლეჩყანის, ეცერის, ცხუმარისა და ჩუბეხევის თემებისაგან.
 
სვანეთის სამთავრო დაახლოებით 66 სოფელს, 1000-მდე კომლს ანუ 9500—100009500–10000 სულ მცხოვრებს ითვლიდა. სოციალურ-პოლიტიკური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის მსგავსი იყო. სასულიერო სფეროში სვანეთის სამთავრო ცაიშელი ეპისკოპოსის სამწესოში შედიოდა. აქ მრავალრიცხოვან ქრისტიანულ ეკლესიათაგან სილამაზითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა ფხუტრერის მთავარანგელოზის ეკლესია.
 
სვანეთის სამთავროს შექმნისათვის ბრძოლა დაიწყო [[დადიშქელიანები]]ს ფუთასა და დიდი ოთარის დროს, რომელთა მემკვიდრეებმა სორთმანმა, როსტომმა, თენგიზმა და სხვებმა ბრძოლა გაუმართეს მეტოქე [[რიჩგვიანები|რიჩგვიანთა]] საგვარეულოს, რაც ამ უკანასკნელთა სრული გადაშენებით დასრულდა. მთავრის — ბაბა ციოყის — მემკვიდრეები: მოსოსტრი, ციოყი, თათარყანი და სხვები ერთმანეთს ებრძოდნენ პირველობისათვის. XIX საუკუნის 20-იან წლებში მათი გვარეულობა და სამთავრო ორად გაიყო: დადიშქელიანთა უფროსი შტო ჩუბეხევს (სამეგრელო მოსაზღვრე ტერიტორია) დაეუფლა, ხოლო უმცროსი — ეცერის, ცხუმარისა და ბეჩო-ლეჩყანის თემებს. ორივე შტოს მეთაურები ერთპიროვნულ ბატონობას, სამთავროსა და მთელი სვანეთს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. 1833 წელს დადიშქელიანებმა მეფის რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს, მაგრამ პირველობისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, რაც ზოგჯერ მოქიშპე თავადთა და მშრომელი მოსახლეობის აწიოკებით მთავრდებოდა. დაპირისპირებულ დადიშქელიანთა საქმეებში ხშირად [[დადიანები]] და მეფის მოხელეებიც ერეოდნენ. ყოველმხრივ შევიწროებული ჩუბეხევის დადიშქელიანები ბრძოლას განაგრძობდნენ. 1857 წელს კონსტანტინემ (მურზაყანი) მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გაგარინი. კონსტანტინე და ჩუბეხევის ყველა დადიშქელიანი რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლეს. 1857—18581857–1858 წლებში სვანეთის სამთავრო გაუქმდა, მისი მოსახლეობა კი [[სვანეთის საბოქაულო]]ში გაერთიანდა.
 
==ლიტერატურა==