განხილვა:ზვიად გამსახურდია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 18:
| ამდღესთარიღი3 = 2008-01-6
}}
 
1978 წელს გამსახურდიას ნობელის პრემიაზე ნომინაციის შესახებ ინფორმაცია არის სიცრუე და ამოიღეთ
 
1) ნობელის კომიტეტი არ გასცემს და არ აქვეყნებს ინფორმაციას არა მარტო ნომინანტების შესახებ, არამედ იმ ჯგუფების შესახებ რომლებმაც ნომინირება გაუკეთეს პიროვნებას ამ პრემიაზე მომდევნო 50 წლის განმავლობაში.
ანუ მაგალითად ინფორმაცია თუ ვინ იყო კიდევ ნომინირებული და ვის მიერ, ან ნომინირებული კი იყო, მაგრამ ვერ გაიმარჯვა 1978 წელს საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება მხოლოდ 2028 წელს
 
2) ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკიდან მიღებული პასუხის თანახმად, ამერიკის კონგრესს როგორც ორგანიზაციას არ შეუძლია წარადგინოს კანდიდატი ნობელის პრემიაზე, არამედ კონგრესის წევრები შეიძლება მიწვეული იყვნენ ნობელის კომიტეტის მიერ, იმისათვის რომ წარადგინონ თავიანთი კანდიდატურა
 
3) კონგრესის ბაზაში ძებნის შედეგი ცხადყოფს იმას რომ ინფორმაცია იმის შესახებ რომ კონგრესის რომელიმე წევრის ანდა კონგრესმენთა ჯგუფის მიერ ვინმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე 1978 წელს, უბრალოდ არ არსებობს...
 
კონგრესის ბიბლიოთეკაში შეიძლება მოიძიოთ ინფორმაცია ჰელსიკის ჯგუფის, მისი ისტორიის და ჩამოყალიბების, წევრების - მათ შორის ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვების შესახებ, მაგრამ არცერთი სიტყვა 1978 წელს თუ სხვა დროს ამერიკის კონგრესის მიერ, თუ კონგრემენთა ჯგუფის მიერ ზვიად გამსახურდიას ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ არ არსებობს
 
 
 
== განხილვა ==
გვერდ „ზვიად გამსახურდია“-ზე დაბრუნება.