ბიოლუმინესცენცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ლაბაძე ბექა97|ლაბაძე ბექა97]]|2=2013 წლის 2 ივნისი}}
[[ფაილი:Photinus pyralis Firefly glowing.jpg|მინი|260პქ|ციცინათელა]]
'''ბიოლუმინესცენცია''' — ორგანიზმის[[ორგანიზმი]]ს ხილული ნათება, რომელიც დაკავშირებულია მის ცხოველმოქმედებასთან[[ცხოველმოქმედება]]სთან. ახასიათებს მრავალ ბაქტერიას[[ბაქტერია]]ს, [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს მცენარეებს]], ზოგიერთ [[უხერხემლო ცხოველები|უხერხემლო ცხოველებს]] და [[თევზები|თევზებს]]. ბიოლუმინესცენცია უფრო მეტად გვხვდება ზღვებისა და ოკეანეების ბინადართა შორის, სადაც მნათობელი ცხოველები ზოგჯერ ისე მრავლდებიან, რომ ზღვის ნათებას იწვევენ. მრავალი ორგანიზმი (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები, კიბოსნაირები) განუწყვეტლივ ანათებს, თუკი გარემოში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი. ზოგ ორგანიზმში ბიოლუმინესცენცია ვლინდება ცალკეული აფეთქების სახით, რაც დაკავშირებულია ცხოველქმედების პირობებთან. ბიოლუმინესცენციის ბიოლოგიური მნიშვნელობა ნაირგვარია. მაგ., მნათობელ მწერებს ნათება ეხმარება მოპირდაპირე სქესის ორგანიზმების მონახვაში, ღრმა ზღვის თევზებს — გარემოს განათებაში, სარჩოს მიზიდვასა და მოპოვებაში. მანათობელი სითხის გამოყოფით ორგანიზმი თავს იცავს მტაცებლისაგან. ზოგჯერ ცხოველთა ნათების წყაროა მანათობელი ბაქტერიები — სიმბიონტები.
 
თავისი მექანიზმით ბიოლუმინესცენცია ქემოლუმინესცენციას განეკუთვნება — ნათებას იწვევს სპეციფიკური ნივთიერებების ლუციფერინების ფერმენტული დაჟანგვა ჰაერის ჟანგბადით. ამ დროს განთავისუფლებული ქიმიური ენერგიის ხარჯზე ლუციფერინის მოლეკულების ნაწილი აღიგზნება. საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას კი ეს მოლეკულები სინათლეს გამოასხივებენ. სხვადსახვა სახეობის ორგანიზმთა ლუციფერინები, ისე როგორც ფერმენტები, რომლებიც მათი დაჟანგვის კატალიზს ახდენენ ნაირგვარია. მაგ., ბაქტერიებში ლუციფერინს წარმოადგენს ფლავინმონონუკლეოტიდი, რომელიც მთელი რიგი დამჟანგველ-აღმდგენელი ფერმენტების კოფერმენტია. ყველა ლუციფერინის საერთო თვისებაა ინტენსიური ფლუორესცენციის უნარი. სირთულის მიხედვით განარჩევენ ბიოლუმინესცენციის 3 სისტემას: უმარტივესი შედგება მხოლოდ ლუციფერინისა და ლუციფერაზისგან; უფრო რთულია ბაქტერიების მანათობელი სისტემა, რომელშიც ლუციფერინისა და ლუციფერაზის გარდა შედის ალდეჰიდის გრძელი ძეწკვი. ყველაზე რთულია მწერების ბიოლუმინესცენციის სისტემა, რომელშიც ლუციფერინისა და ლუციფერაზის გარდა აუცილებელად შედის ატფ (ადენოზინტრიფოსფორმჟავა) და მაგნიუმი. ატფ-ის დაშლის ენერგია ააქტივებს ლუციფერინ-ლუციფერაზულ სისტემას, უზრუნველყოფს ლუციფერინის დაჟანგვას, რასაც თან სდევს სინათლის გამოსხივება.