ბიოლუმინესცენცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''ბიოლუმინესცენცია''' — ორგანიზმის ხილული ნათება, რომელი...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/ლაბაძე ბექა97|ლაბაძე ბექა97]]|2=2013 წლის 2 ივნისი}}
'''ბიოლუმინესცენცია''' — ორგანიზმის ხილული ნათება, რომელიც დაკავშირებულია მის ცხოველმოქმედებასთან. ახასიათებს მრავალ ბაქტერიას, უმაღლეს მცენარეებს, ზოგიერთ უხერხემლო ცხოველებს და თევზებს. ბიოლუმინესცენცია უფრო მეტად გვხვდება ზღვებისა და ოკეანეების ბინადართა შორის, სადაც მნათობელი ცხოველები ზოგჯერ ისე მრავლდებიან, რომ ზღვის ნათებას იწვევენ. მრავალი ორგანიზმი (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები, კიბოსნაირები) განუწყვეტლივ ანათებს, თუკი გარემოში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი. ზოგ ორგანიზმში ბიოლუმინესცენცია ვლინდება ცალკეული აფეთქების სახით, რაც დაკავშირებულია ცხოველქმედების პირობებთან. ბიოლუმინესცენციის ბიოლოგიური მნიშვნელობა ნაირგვარია. მაგ., მნათობელ მწერებს ნათება ეხმარება მოპირდაპირე სქესის ორგანიზმების მონახვაში, ღრმა ზღვის თევზებს — გარემოს განათებაში, სარჩოს მიზიდვასა და მოპოვებაში. მანათობელი სითხის გამოყოფით ორგანიზმი თავს იცავს მტაცებლისაგან. ზოგჯერ ცხოველთა ნათების წყაროა მანათობელი ბაქტერიები — სიმბიონტები.